https://sputnik-georgia.com/20260720/kaladze-ashsh-urtiertobebze-gancxadebas-aketebs-299718278.html
კალაძე: აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, საქართველოზე გადაწყვეტილებებს გადახედოს
კალაძე: აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, საქართველოზე გადაწყვეტილებებს გადახედოს
Sputnik საქართველო
თბილისში იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაჩნდება ფანჯარა ვაშინგტონთან ურთიერთობების გადასატვირთად. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T16:31+0400
2026-07-20T16:31+0400
2026-07-20T16:31+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280841967_0:0:1960:1102_1920x0_80_0_0_2253be3c7b71250b1432090f6d730656.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას, ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს ძალა მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები, განაცხადა განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელშიც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისა და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-სთან ურთიერთობები „სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს და ღიაა შემდგომი პარტნიორული თანამშრომლობისთვის.„ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კალაძემ.თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლების მიმართ მანამდე დაწესებული სანქციები დაუსაბუთებელი იყო და მათ თან არ ახლდა საკმარისი ახსნა-განმარტება. „სანქციები დაწესდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უბრალოდ, ეს იყო შანტაჟისა და მუქარისთვის გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ. საქართველო და აშშ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა. შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს". ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია. რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280841967_149:0:1789:1230_1920x0_80_0_0_cb7d371a525a9aa204f9abbe88069acb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე: აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, საქართველოზე გადაწყვეტილებებს გადახედოს
თბილისში იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაჩნდება ფანჯარა ვაშინგტონთან ურთიერთობების გადასატვირთად.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას, ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს ძალა მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები, განაცხადა განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელშიც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.
„დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ვფიქრობ, შესწევს ძალა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძალიან მარტივად შეცვალოს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.
„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისა და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-სთან ურთიერთობები „სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს და ღიაა შემდგომი პარტნიორული თანამშრომლობისთვის.
„ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლების მიმართ მანამდე დაწესებული სანქციები დაუსაბუთებელი იყო და მათ თან არ ახლდა საკმარისი ახსნა-განმარტება.
„სანქციები დაწესდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უბრალოდ, ეს იყო შანტაჟისა და მუქარისთვის გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.