იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

© photo: Sputnikყველი
ყველი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე სოფელ სიქთარვაში ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, ობიექტში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0