თუშეთში წყლის ძლიერმა ნაკადმა შენაქოს ხიდთან მისასვლელი გზა წაიღო

თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდთან მისასვლელი გზა ჩამოიშალა, იუწყება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია.
დაზიანებული ხიდი სოფელ შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან, ასევე ბარის მიმართულებასთან აკავშირებს.
„აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია შენაქოსა და დიკლოში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში ან საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავონ დაზიანებული ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.
„ნებისმიერი ლოგისტიკური, სამედიცინო თუ გადაუდებელი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) ან ადმინისტრაციას (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 599 004 972 - ლადო კახოიძე)“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიურია.
როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებულია ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0