გიორგი სარდალაშვილმა ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

© Courtesy of Ministry of Culture and Sports of Georgiaგიორგი სარდალაშვილი
გიორგი სარდალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში 23 წლის სარდალაშვილმა გერმანელ პატრიკ ვაიზერს სძლია, მანამდე კი მან ხორვატი ძიუდოისტი ბრუნო კლაჩარი იპონით დაამარცხა.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა სარაევოს ევროპის ღია პირველობაზე (European Judo Open Sarajevo 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს გამარჯვება სპორტსმენისთვის ისტორიულია, რადგან მან კარიერაში პირველად იასპარეზა ახალ, -66 კგ წონით კატეგორიაში და სადებიუტო ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში 23 წლის სარდალაშვილმა გერმანელ პატრიკ ვაიზერს სძლია, მანამდე კი მან ხორვატი ძიუდოისტი ბრუნო კლაჩარი იპონით დაამარცხა.
სარდალაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სერბი ფილიპ იოვანოვიჩი იუკოთი დაამარცხა.
სარაევოშო საქართველოს ნაკრები ოთხი ძიუდოისტით გამოდის – 19 ივლისს ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) იჭიდავებენ.
აღნიშნული ტურნირი ქართველი ძიუდოისტებისთვის მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპია წლის მთავარი სტარტის — მსოფლიო ჩემპიონატის წინ.
ყველა ახალი ამბავი
0