https://sputnik-georgia.com/20260719/saqartveloshi-ucxoeli-studentebis-naxevarze-meti-indoetis-moqalaqea-299703123.html
საქართველოში უცხოელი სტუდენტების ნახევარზე მეტი ინდოეთის მოქალაქეა
საქართველოში უცხოელი სტუდენტების ნახევარზე მეტი ინდოეთის მოქალაქეა
Sputnik საქართველო
ახალი წესების თანახმად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ვალდებული იქნებიან აწარმოონ ყველა უცხოელი სტუდენტის და მათი აკადემიური მოსწრების აღრიცხვა. 19.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-19T14:57+0400
2026-07-19T14:57+0400
2026-07-19T14:57+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/21/234432164_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_4bf3a60ee9e4aecb5f32f846fdc37ed7.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. 2025/2026 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში 44,4 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რომელთაგან 23,9 ათასი ინდოეთის მოქალაქეა (53,8%), ასეთია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიერ განათლების სექტორის კვლევის შედეგები.კერძოდ, კომპანიის მონაცემებით, 2022 წლიდან ინდოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა, რაც სხვა მიზეზებთან ერთად უკრაინის კონფლიქტითაც არის განპირობებული (სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ინდოელი სტუდენტების რელოკაციით უკრაინიდან და რუსეთიდან). მათი უმრავლესობა ჯანდაცვის სფეროში სწავლობს.ინდოეთის მოქალაქეების გარდა, ქვეყანაში სწავლობდა 9 ათასი სტუდენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და 11,5 ათასი სტუდენტი სხვა სახელმწიფოებიდან. უცხოელების უმეტესობა განათლების მიღებას საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ამჯობინებს. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ 7,5 ათასი უცხოელი სწავლობდა.ასევე, მიმოხილვის თანახმად, უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლები 2019-2025 წლებში წლიურად საშუალოდ 11,5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს 1,3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ძირითადად სწორედ უცხოელი სტუდენტების შემოდინების ხარჯზე მოხდა.უცხოელების სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის კვოტები ამოქმედდება.სიახლის თანახმად, უცხოელებს სწავლის გაგრძელება მხოლოდ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში შეეძლებათ. ეს მათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და სწავლის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას მისცემს. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის შემოწმება აბიტურიენტის ცნობარშია შესაძლებელი.საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვის უფლება შეუნარჩუნდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც სკოლა საზღვარგარეთ დაამთავრეს. თუმცა, 1-ელი სექტემბრიდან ისინი ვალდებული იქნებიან ჩარიცხვისას დაადასტურონ ქართული ენის ცოდნა.ახალი წესების თანახმად, თუ სტუდენტი წლის განმავლობაში კრედიტების მესამედზე მეტის დაგროვებას ვერ შეძლებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება. ანალოგიური წესები იმოქმედებს საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველებისთვისაც.კრედიტები მოიცავს: ლექციებს, სემინარებს, ლაბორატორიულ სამუშაოებსა და კოლოქვიუმებს აუდიტორიაში, კვლევით პროექტებსა და გამოცდების ჩაბარებას. ერთი საგანი საშუალოდ 3-დან 6 კრედიტამდე ფასდება. სტანდარტული სასწავლო წელი 60 კრედიტისგან შედგება (30-30 კრედიტი შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებზე).ასევე, ახალი წესების თანახმად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ვალდებული იქნებიან აწარმოონ ყველა უცხოელი სტუდენტის და მათი აკადემიური მოსწრების აღრიცხვა. ეს ბაზები ხელმისაწვდომი იქნება განათლების სამინისტროსთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/21/234432164_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_b8fd8feb8cc6a50b9f948dc210d8eaba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში უცხოელი სტუდენტების ნახევარზე მეტი ინდოეთის მოქალაქეა
ახალი წესების თანახმად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ვალდებული იქნებიან აწარმოონ ყველა უცხოელი სტუდენტის და მათი აკადემიური მოსწრების აღრიცხვა.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. 2025/2026 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში 44,4 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რომელთაგან 23,9 ათასი ინდოეთის მოქალაქეა (53,8%), ასეთია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიერ განათლების სექტორის კვლევის შედეგები.
კერძოდ, კომპანიის
მონაცემებით, 2022 წლიდან ინდოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა, რაც სხვა მიზეზებთან ერთად უკრაინის კონფლიქტითაც არის განპირობებული (სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ინდოელი სტუდენტების რელოკაციით უკრაინიდან და რუსეთიდან). მათი უმრავლესობა ჯანდაცვის სფეროში სწავლობს.
ინდოეთის მოქალაქეების გარდა, ქვეყანაში სწავლობდა 9 ათასი სტუდენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და 11,5 ათასი სტუდენტი სხვა სახელმწიფოებიდან. უცხოელების უმეტესობა განათლების მიღებას საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ამჯობინებს. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ 7,5 ათასი უცხოელი სწავლობდა.
ასევე, მიმოხილვის თანახმად, უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლები 2019-2025 წლებში წლიურად საშუალოდ 11,5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს 1,3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ძირითადად სწორედ უცხოელი სტუდენტების შემოდინების ხარჯზე მოხდა.
უცხოელების სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის კვოტები ამოქმედდება.
სიახლის თანახმად, უცხოელებს სწავლის გაგრძელება მხოლოდ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში შეეძლებათ. ეს მათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და სწავლის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას მისცემს. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის შემოწმება აბიტურიენტის ცნობარშია შესაძლებელი.
საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვის უფლება შეუნარჩუნდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც სკოლა საზღვარგარეთ დაამთავრეს. თუმცა, 1-ელი სექტემბრიდან ისინი ვალდებული იქნებიან ჩარიცხვისას დაადასტურონ ქართული ენის ცოდნა.
ახალი წესების თანახმად, თუ სტუდენტი წლის განმავლობაში კრედიტების მესამედზე მეტის დაგროვებას ვერ შეძლებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება. ანალოგიური წესები იმოქმედებს საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველებისთვისაც.
კრედიტები მოიცავს: ლექციებს, სემინარებს, ლაბორატორიულ სამუშაოებსა და კოლოქვიუმებს აუდიტორიაში, კვლევით პროექტებსა და გამოცდების ჩაბარებას. ერთი საგანი საშუალოდ 3-დან 6 კრედიტამდე ფასდება. სტანდარტული სასწავლო წელი 60 კრედიტისგან შედგება (30-30 კრედიტი შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებზე).
ასევე, ახალი წესების თანახმად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ვალდებული იქნებიან აწარმოონ ყველა უცხოელი სტუდენტის და მათი აკადემიური მოსწრების აღრიცხვა. ეს ბაზები ხელმისაწვდომი იქნება განათლების სამინისტროსთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.