https://sputnik-georgia.com/20260719/saqartveloshi-dasveneba-rusebistvis-popularulia-299710508.html
საქართველოში დასვენება რუსებისთვის კვლავ პოპულარულია
საქართველოში დასვენება რუსებისთვის კვლავ პოპულარულია
Sputnik საქართველო
რუსი ტურისტები ასევე უფრო ხშირად ითხოვენ კომბინირებულ პროგრამებს, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო დასვენებას, ისე ექსკურსიებს ქვეყნის მასშტაბით 19.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-19T21:00+0400
2026-07-19T21:00+0400
2026-07-19T21:00+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/50/236965028_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6e5466a04ab2d87af969341969c35860.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსი ტუროპერატორები ამ ზაფხულს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების მხრიდან ჯავშნებზე მოთხოვნის ზრდას აფიქსირებენ, იუწყება რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირი (РСТ).„ტუროპერატორები ამ ზაფხულს საქართველოში დაჯავშნების მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებენ, რომელთა უმეტესობა სანაპიროზე დასვენებას ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.აღინიშნება, რომ რუსმა ტურისტებმა უკვე აითვისეს არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული ბათუმი, არამედ იწყებენ ყურადღების მიქცევას ქობულეთზე, ურეკზე, ჩაქვზე, გონიოზე, კვარიათსა და სხვა კურორტებზე.თავის მხრივ, ტუროპერატორ „ინტურისტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა დარია დომოსტროევამ განაცხადა, რომ კომპანიაში მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა, გასულ წელთან შედარებით, 93%-ით გაიზარდა. „ყველაზე პოპულარულია ზღვასთან ახლოს მდებარე თანამედროვე 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები განვითარებული ინფრასტრუქტურით, ან მცირე ზომის აპარტ-სასტუმროები პირველ ზოლში“, — ციტირებს ორგანიზაცია დომოსტროევას სიტყვებს.რუსი ტურისტები ასევე უფრო ხშირად ითხოვენ კომბინირებულ პროგრამებს, რომლებიც მოიცავს როგორც საზღვაო დასვენებას, ისე ექსკურსიებს ქვეყნის მასშტაბით - ყველაზე პოპულარულ მარშრუტს თბილისი-ბათუმი წარმოადგენს. ტუროპერატორ Tez Tour-ის კომერციული დირექტორის ვოსკან არზუმანოვის განცხადებით, კომპანიაში საქართველოში დასვენების მსურველი ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით თითქმის 80%-ით გაიზარდა, ძირითადი მოთხოვნა კი აჭარის სანაპიროზე — ბათუმზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/50/236965028_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_fb4620af582d839c032f58abf7252d5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში დასვენება რუსებისთვის კვლავ პოპულარულია
რუსი ტურისტები ასევე უფრო ხშირად ითხოვენ კომბინირებულ პროგრამებს, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო დასვენებას, ისე ექსკურსიებს ქვეყნის მასშტაბით
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსი ტუროპერატორები ამ ზაფხულს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების მხრიდან ჯავშნებზე მოთხოვნის ზრდას აფიქსირებენ, იუწყება რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირი (РСТ).
„ტუროპერატორები ამ ზაფხულს საქართველოში დაჯავშნების მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებენ, რომელთა უმეტესობა სანაპიროზე დასვენებას ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ რუსმა ტურისტებმა უკვე აითვისეს არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული ბათუმი, არამედ იწყებენ ყურადღების მიქცევას ქობულეთზე, ურეკზე, ჩაქვზე, გონიოზე, კვარიათსა და სხვა კურორტებზე.
თავის მხრივ, ტუროპერატორ „ინტურისტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა დარია დომოსტროევამ განაცხადა, რომ კომპანიაში მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა, გასულ წელთან შედარებით, 93%-ით გაიზარდა. „ყველაზე პოპულარულია ზღვასთან ახლოს მდებარე თანამედროვე 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები განვითარებული ინფრასტრუქტურით, ან მცირე ზომის აპარტ-სასტუმროები პირველ ზოლში“, — ციტირებს ორგანიზაცია დომოსტროევას სიტყვებს.
რუსი ტურისტები ასევე უფრო ხშირად ითხოვენ კომბინირებულ პროგრამებს, რომლებიც მოიცავს როგორც საზღვაო დასვენებას, ისე ექსკურსიებს ქვეყნის მასშტაბით - ყველაზე პოპულარულ მარშრუტს თბილისი-ბათუმი წარმოადგენს.
ტუროპერატორ Tez Tour-ის კომერციული დირექტორის ვოსკან არზუმანოვის განცხადებით, კომპანიაში საქართველოში დასვენების მსურველი ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით თითქმის 80%-ით გაიზარდა, ძირითადი მოთხოვნა კი აჭარის სანაპიროზე — ბათუმზე მოდის.