მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის 678 დრონი და ორი „ნეპტუნ-MD" ჩამოაგდო

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშისაბრძოლო მოქმედებები
საბრძოლო მოქმედებები - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
სპეცოპერაციის დაწყებიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა ჯამში 673 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი და 184.608 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების 678 უპილოტო საფრენი აპარატი, ორი მართვადი რაკეტა „ნეპტუნ-MD“ და HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ჭურვი გაანადგურეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

„ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საშუალებებით ჩამოგდებულია შორი მოქმედების ორი მართვადი რაკეტა „ნეპტუნ-MD“, რვა მართვადი საავიაციო ბომბი, აშშ-ის წარმოების HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ერთი ჭურვი და თვითმფრინავის ტიპის 678 უპილოტო საფრენი აპარატი“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, შავი ზღვის აკვატორიაში განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი უპილოტო კატარღა.
უწყების მონაცემებით, სპეცოპერაციის დაწყებიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა ჯამში 673 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი და 184.608 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
გარდა ამისა, ლიკვიდირებულია მოწინააღმდეგის 666 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 30.203 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა. ასევე განადგურებულია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის (РСЗО) 1.760 საბრძოლო მანქანა, 35.816 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმტყორცნი, ასევე 66.870 ერთეული სპეციალური სამხედრო საავტომობილო ტექნიკა.
ყველა ახალი ამბავი
0