ეროვნული გასტრონომიის სააგენტო: რატომ სჭირდება საქართველოს ახალი უწყება?

© Photo: courtesy of Another Georgiaქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის ივნისში შექმნილი ახალი უწყების უფლებამოსილებები და სტრუქტურა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ქართული ეროვნული სამზარეულოს დაცვა და პოპულარიზაცია ახალი სახელმწიფო უწყების – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ძირითადი მიმართულებები გახდება.
საქართველოს გასტრონომიის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა, უწყების წესდება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაამტკიცა. სააგენტოს ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიშნავს და ხელმძღვანელი მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის ბრძანების თანახმად, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ძირითადი მოვალეობები იქნება საქართველოს ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის, მათ შორის ტრადიციული რეცეპტების იდენტიფიცირება და მათი შენარჩუნება.
ამ მიზნით, სააგენტო შექმნის გასტრონომიულ რეესტრს, რომელშიც აღწერილი იქნება ტრადიციული რეცეპტები და თითოეული კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები.
სააგენტო ასევე ფოკუსირებული იქნება ტრადიციული კულტურების, მცენარეთა ჯიშებისა და პროდუქტების სახეობების შენარჩუნების საკითხებზე გასტრონომიული რეცეპტების დასაცავად, ასევე კერძების დასახელებებისა და მათი გეოგრაფიული წარმომავლობის პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.
ის ასევე ითანამშრომლებს ადგილობრივ მწარმოებლებთან მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და უფრო ფართო ბაზარზე გასვლის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0