ლენტეხში 30-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

© Photo: municipality of lentekhi / FB სტიქია სვანეთში
სტიქია სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
საუბარია ორი თემის - ჩოლურისა და ლაშხეთის სოფლებზე.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 30-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია, იუწყება მედიაპლატფორმა BM.GE-ს ლენტეხის მერიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ორი თემის - ჩოლურისა და ლაშხეთის სოფლებზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მონაკვეთზე მდინარე ცხენისწყალი ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
წყლის ნაკადმა ცენტრალური საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დატბორა, რის გამოც მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად ხორციელდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.
ყველა ახალი ამბავი
0