საყდრის ხიდთან გზა დაიტბორა — ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებით შეზღუდვა დაწესდა

© courtesy of Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Region Municipalityუამინდობა სვანეთში
უამინდობა სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
სააგენტო მძღოლებს მოუწოდებს გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მიზეზი გახდა აღნიშნული საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდება, რის შედეგადაც წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა.
„უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს.
ყველა ახალი ამბავი
0