მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Facebook-ის მუშაობაში მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა

© AP Photo / Richard Drewსოციალური ქსელი Facebook
სოციალური ქსელი Facebook - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
შეფერხების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. სოციალურ ქსელ Facebook-ის ათასობით მომხმარებელს (კომპიუტერის ვერსიაზე) საკუთარ ანგარიშებთან წვდომა დაებლოკა, ამაზე მოწმობს Downdetector-ის მონაცემები, რომელიც პოპულარული ინტერნეტ-რესურსების შეფერხებებსა და გათიშვებს აკვირდება.
პლატფორმის გათიშვის შესახებ პირველი მასობრივი შეტყობინებები DownDetector-ზე 19 ივლისის დილის საათებიდან დაფიქსირდა - 2000-ზე მეტი საჩივარი.
„ანგარიში დროებით მიუწვდომელია. საიტთან დაკავშირებული პრობლემის გამო თქვენი ანგარიში ამჟამად მიუწვდომელია. ველით, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება. გთხოვთ, რამდენიმე წუთში თავიდან სცადოთ“, - წერს ვებგვერდი სოციალურ ქსელში შესვლისას.
შეფერხების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სოციალური ქსელი Facebook 2004 წელს 19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა დააარსა. ქსელის შტაბ-ბინა მდებარეობს მენლო-პარკში (კალიფორნია).Facebook-ს ასევე ეკუთვნის სერვისები Messenger, WhatsApp და Instagram.
ყველა ახალი ამბავი
0