https://sputnik-georgia.com/20260719/chempionatis-gamarjvebul-gunds-bechdebs-gadascemen-299707955.html
ისტორიაში პირველად: გამარჯვებულებს საჩუქრად საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემენ
ისტორიაში პირველად: გამარჯვებულებს საჩუქრად საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემენ
Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები თასთან და ოქროს მედლებთან ერთად პერსონალიზებულ ჩემპიონთა ბეჭდებსაც მიიღებენ, როგორც ეს Super Bowl-ის გამარჯვებულებს აქვთ. 19.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-19T19:33+0400
2026-07-19T19:33+0400
2026-07-19T19:33+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/19/299314919_0:130:3072:1858_1920x0_80_0_0_8761bd0cce626e13aef55dbb97a7acd0.jpg
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო ბეჭდებს (Championship Rings) გადასცემენ. თუ რომელი ნაკრები დაეუფლება ამ ახალ სიმბოლოს, დღეს, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტეიდიუმზე“ გასამართ არგენტინა-ესპანეთის ფინალში გაირკვევა.გამარჯვებულებისთვის ბეჭდების გადაცემა ამერიკულ სპორტში მიღებული ტრადიციაა, რომელსაც, მაგალითად, NFL-ის „სუპერბოულის“ ჩემპიონები იღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად სულ 2026 ბეჭედი დამზადდა - თითოეული ბეჭედი მაღალი სინჯის ოქროთი და ბრილიანტის ჩანართებით დამზადდა. ბეჭდის დიზაინში მსოფლიო თასის მინიატურული ვერსია და გრავირება იქნება დატანილი, მეორე მხარე კი გაფორმებული იქნება ჩემპიონი გუნდის სიმბოლიკით. თითოეულ ბეჭედს ინდივიდუალური ნომერი ექნება. 30 ბეჭედი გამარჯვებულ ნაკრებს (ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბს) გადაეცემა, დარჩენილი 1 996 ბეჭედი კი მსოფლიო მასშტაბით გულშემატკივრებისთვის ოფიციალური ლიცენზიით გაიყიდება.არგენტინა-ესპანეთის შეხვედრის დასრულებისთანავე, ჩემპიონი გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დროებით (სიმბოლურ) ბეჭდებს ჩაიბარებენ. მოგვიანებით, თითოეულ მოთამაშეს მათი თითის ზომაზე მორგებული და პერსონალიზებული მუდმივი ბეჭდები ოფიციალურ გარემოში გადაეცემათ.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მაყურებელს ასევე ელოდება გრანდიოზული შოუ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შაკირა და Burna Boy, მადონა, ჯასტინ ბიბერი და BTS.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/19/299314919_97:0:2828:2048_1920x0_80_0_0_00576057ede8c734a64f3ab6cbab6143.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ისტორიაში პირველად: გამარჯვებულებს საჩუქრად საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემენ
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები თასთან და ოქროს მედლებთან ერთად პერსონალიზებულ ჩემპიონთა ბეჭდებსაც მიიღებენ, როგორც ეს Super Bowl-ის გამარჯვებულებს აქვთ.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო ბეჭდებს (Championship Rings) გადასცემენ.
თუ რომელი ნაკრები დაეუფლება ამ ახალ სიმბოლოს, დღეს, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტეიდიუმზე“ გასამართ არგენტინა-ესპანეთის ფინალში გაირკვევა.
გამარჯვებულებისთვის ბეჭდების გადაცემა ამერიკულ სპორტში მიღებული ტრადიციაა, რომელსაც, მაგალითად, NFL-ის „სუპერბოულის“ ჩემპიონები იღებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად სულ 2026 ბეჭედი დამზადდა - თითოეული ბეჭედი მაღალი სინჯის ოქროთი და ბრილიანტის ჩანართებით დამზადდა. ბეჭდის დიზაინში მსოფლიო თასის მინიატურული ვერსია და გრავირება იქნება დატანილი, მეორე მხარე კი გაფორმებული იქნება ჩემპიონი გუნდის სიმბოლიკით. თითოეულ ბეჭედს ინდივიდუალური ნომერი ექნება. 30 ბეჭედი გამარჯვებულ ნაკრებს (ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბს) გადაეცემა, დარჩენილი 1 996 ბეჭედი კი მსოფლიო მასშტაბით გულშემატკივრებისთვის ოფიციალური ლიცენზიით გაიყიდება.
არგენტინა-ესპანეთის შეხვედრის დასრულებისთანავე, ჩემპიონი გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დროებით (სიმბოლურ) ბეჭდებს ჩაიბარებენ. მოგვიანებით, თითოეულ მოთამაშეს მათი თითის ზომაზე მორგებული და პერსონალიზებული მუდმივი ბეჭდები ოფიციალურ გარემოში გადაეცემათ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მაყურებელს ასევე ელოდება გრანდიოზული შოუ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შაკირა და Burna Boy, მადონა, ჯასტინ ბიბერი და BTS.