https://sputnik-georgia.com/20260718/ukrainis-mier-msvidobiani-obieqtebis-dabombva-ruseti-mkacr-reagirirebas-aanonsebs-299702515.html
უკრაინის მიერ მშვიდობიანი ობიექტების დაბომბვა: რუსეთში მკაცრ პასუხს აანონსებენ
უკრაინის მიერ მშვიდობიანი ობიექტების დაბომბვა: რუსეთში მკაცრ პასუხს აანონსებენ
Sputnik საქართველო
კარასინის თქმით, „კიევის ხელისუფლების ამაზრზენი საქციელი კვლავ ფართოვდება“. 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-18T21:52+0400
2026-07-18T21:52+0400
2026-07-19T01:37+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1b/292686074_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_bbbd4274598367dbe6507b5c6450ab80.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. რუსეთის პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმებზე სწრაფი და მკაცრი იქნება, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა.„დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი სწრაფი და მკაცრი იქნება“, - დაწერა პოლიტიკოსმა თავის Telegram არხზე.კარასინის თქმით, „კიევის ხელისუფლების ამაზრზენი საქციელი კვლავ ფართოვდება“.„სკოლების, საცხოვრებელი შენობებისა და ისტორიული ძეგლების გარდა, ახლა სამიზნე Wildberries-ის საცალო ვაჭრობის კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრებია. ცხადია, რომ ეს ნაძირლები განზრახ ესხმიან თავს დრონებით სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებს“, - აღნიშნა მან.სწორედ ეს არის თანამედროვე ნაციზმის რეალური სახე, დასძინა პოლიტიკოსმა. „ასეთი დარტყმების შეფასებისას სხვადასხვა სიტყვა და ეპითეტი მახსენდება. ერთით შემოვიფარგლები: სირცხვილი“, - დასძინა პარლამენტარმა.ადრე, Wildberries-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა დაარტყეს მარკეტპლეისის ლოგისტიკურ ცენტრებს ელექტროსტალში (მოსკოვის ოლქი) და კოტოვსკში (ტამბოვის ოლქი). რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, აქედან 22-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. რეგიონის მთავრობის წარმომადგენელმა მოგვიანებით „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1b/292686074_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_721a1a05094b76d6813f32048c47088e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინის მიერ მშვიდობიანი ობიექტების დაბომბვა: რუსეთში მკაცრ პასუხს აანონსებენ
21:52 18.07.2026 (განახლებულია: 01:37 19.07.2026) კარასინის თქმით, „კიევის ხელისუფლების ამაზრზენი საქციელი კვლავ ფართოვდება“.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. რუსეთის პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმებზე სწრაფი და მკაცრი იქნება, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი სწრაფი და მკაცრი იქნება“, - დაწერა პოლიტიკოსმა თავის Telegram არხზე.
კარასინის თქმით, „კიევის ხელისუფლების ამაზრზენი საქციელი კვლავ ფართოვდება“.
„სკოლების, საცხოვრებელი შენობებისა და ისტორიული ძეგლების გარდა, ახლა სამიზნე Wildberries-ის საცალო ვაჭრობის კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრებია. ცხადია, რომ ეს ნაძირლები განზრახ ესხმიან თავს დრონებით სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებს“, - აღნიშნა მან.
სწორედ ეს არის თანამედროვე ნაციზმის რეალური სახე, დასძინა პოლიტიკოსმა. „ასეთი დარტყმების შეფასებისას სხვადასხვა სიტყვა და ეპითეტი მახსენდება. ერთით შემოვიფარგლები: სირცხვილი“, - დასძინა პარლამენტარმა.
ადრე, Wildberries-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა დაარტყეს მარკეტპლეისის ლოგისტიკურ ცენტრებს ელექტროსტალში (მოსკოვის ოლქი) და კოტოვსკში (ტამბოვის ოლქი). რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.
ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, აქედან 22-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. რეგიონის მთავრობის წარმომადგენელმა მოგვიანებით „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.