https://sputnik-georgia.com/20260718/trampis-werili-optimizms-gvinarcunebs-saqartvelos-premier-ministri-299701611.html
დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველო მოთმინებით ელოდება აშშ-ს პოზიციას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-18T19:02+0400
2026-07-18T19:02+0400
2026-07-18T20:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
დონალდ ტრამპი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167063_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f10b04a4e8d0c83ce5a6f86b4cf7fd18.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმის მომცემია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.მისი თქმით, ახლა საქართველო მოთმინებით ელოდება ამერიკული მხარის „მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167063_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a5ce4166791799a946c648c2f237d94f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დონალდ ტრამპი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დონალდ ტრამპი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
19:02 18.07.2026 (განახლებულია: 20:52 18.07.2026) საქართველო მოთმინებით ელოდება აშშ-ს პოზიციას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმის მომცემია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.
„ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები მთლიანად, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ახლა საქართველო მოთმინებით ელოდება ამერიკული მხარის „მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.