https://sputnik-georgia.com/20260718/samtredia-grigoletis-cqarosnuli-magistralis-damatebit-6-km-ian-monakvetze-mozraoba-gaixsna-299699095.html
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
Sputnik საქართველო
სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე... 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-18T16:38+0400
2026-07-18T16:38+0400
2026-07-18T16:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252129059_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_8b0afbdd9fb764f271fe4ccd78be650e.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახალი გზა გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე — გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გადის. მაგისტრალი სრულად აუვლის გვერდს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრსა და მიმდებარე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, რაც განტვირთავს შიდა საქალაქო მოძრაობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და გაზრდის უსაფრთხოებას. აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც. სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე. უწყების ცნობით, შედეგად, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება და მოძრაობის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი. სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან. დეპარტამენტის განცხადებით, პროექტის დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება. სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324,6 მლნ ლარია. საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252129059_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_de78554262627073a1eb8578d0d7b157.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი გზა გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე — გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გადის. მაგისტრალი სრულად აუვლის გვერდს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრსა და მიმდებარე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, რაც განტვირთავს შიდა საქალაქო მოძრაობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და გაზრდის უსაფრთხოებას.
აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც.
"პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, ასევე მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გასასვლელები", - ნათქვამია განცხადებაში.
სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე.
უწყების ცნობით, შედეგად, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება და მოძრაობის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.
სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.
დეპარტამენტის განცხადებით, პროექტის დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.
სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324,6 მლნ ლარია.
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.