https://sputnik-georgia.com/20260718/qartul-icnebasi-donald-trampis-werils-ass-tan-urtiertobebis-axal-doneze-gadasvla-uwodes-299701297.html
„ქართულ ოცნებაში“ დონალდ ტრამპის წერილს აშშ-თან ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა უწოდეს
„ქართულ ოცნებაში“ დონალდ ტრამპის წერილს აშშ-თან ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა უწოდეს
Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში“ ტრამპის წერილი აღიქვეს ვაშინგტონთან ურთიერთობების განახლების სიგნალად, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაყინული იყო. 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-18T20:39+0400
2026-07-18T20:39+0400
2026-07-18T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
ქართული ოცნება
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0f/298658295_0:52:3072:1780_1920x0_80_0_0_fbd4247964aa8a4316c090a120907aef.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანის შესაძლებლობად მიიჩნიეს.დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.მისი თქმით, ამჟამად საქართველო ღიაა ურთიერთობებისთვის და აშშ-გან ნაბიჯებს ელის.„არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ცალსახად ვაცხადებთ, რომ ახალი გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან, მზად ვართ, შეერთებულ შტატებთან ნამდვილი, ჭეშმარიტი ორი ერისთვის ხელშესახები და ურთიერთმისაღები სტრატეგიული პარტნიორობა განვაახლოთ, უფრო სწორად, ახლიდან დავიწყოთ, რადგან ის პარტნიორობა, რომელიც აქამდე არსებობდა, მეტწილად იყო მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და მისი რეალიზება რეალურ ცხოვრებაში არ ხდებოდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.თავის მხრივ, სხვა დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა თანამშრომლობისთვის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით.„ჩვენი მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, რომ ჩვენს საშინაო საქმეებში უკანონოდ ვერავინ ჩაერიოს. თუ ამის განმტკიცებაში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა საქართველოს პრემიერს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყველანაირ ნაბიჯზე წავალთ, რაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება,"- განაცხადა შარმანაშვილმა.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0f/298658295_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_b51dfee7ef1c343c954134bcc355dd89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , ქართული ოცნება , დონალდ ტრამპი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , ქართული ოცნება , დონალდ ტრამპი
„ქართულ ოცნებაში“ დონალდ ტრამპის წერილს აშშ-თან ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა უწოდეს
„ქართულ ოცნებაში“ ტრამპის წერილი აღიქვეს ვაშინგტონთან ურთიერთობების განახლების სიგნალად, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაყინული იყო.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანის შესაძლებლობად მიიჩნიეს.
დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.
„ის პოლიტიკური გზავნილები, პოლიტიკური ფილოსოფია, რაც ტრამპის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას აქვთ, ძალიან დიდი პროცენტით არის თანხვედრაში ერთმანეთთან, ამის შესახებ გაკეთდა კიდეც განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაში. წერილის მიღმა ვხედავთ სხვა, ასევე პოზიტიურ გზავნილებს ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად საქართველო ღიაა ურთიერთობებისთვის და აშშ-გან ნაბიჯებს ელის.
„არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ცალსახად ვაცხადებთ, რომ ახალი გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან, მზად ვართ, შეერთებულ შტატებთან ნამდვილი, ჭეშმარიტი ორი ერისთვის ხელშესახები და ურთიერთმისაღები სტრატეგიული პარტნიორობა განვაახლოთ, უფრო სწორად, ახლიდან დავიწყოთ, რადგან ის პარტნიორობა, რომელიც აქამდე არსებობდა, მეტწილად იყო მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და მისი რეალიზება რეალურ ცხოვრებაში არ ხდებოდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
თავის მხრივ, სხვა დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა თანამშრომლობისთვის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით.
„ჩვენი მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, რომ ჩვენს საშინაო საქმეებში უკანონოდ ვერავინ ჩაერიოს. თუ ამის განმტკიცებაში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა საქართველოს პრემიერს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყველანაირ ნაბიჯზე წავალთ, რაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება,"- განაცხადა შარმანაშვილმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.