კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა და ცხედარი პოლიციაში მიიტანა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Andrei Starostinსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2026
გამოწერა
შემთხვევა 2026 წლის 27 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მოხდა.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
შემთხვევა 2026 წლის 27 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
მამაკაცს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცმა ცოლის მკვლელობის შემდეგ მისი ცხედარი მანქანაში ჩადო და პოლიციასთან მიიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0