https://sputnik-georgia.com/20260717/tbilissi-rekreaciul-zonasi-saxelmwifo-miwis-mitacebis-faqti-arkvetes-299685006.html
თბილისში რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთეს
თბილისში რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთეს
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, გრძელდება სამუშაოები უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო მიწის მიტაცების აღსაკვეთად. 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-17T15:07+0400
2026-07-17T15:07+0400
2026-07-17T15:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264363018_5:0:1644:922_1920x0_80_0_0_f0f48704212ff72316a35cf6b8f079c2.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ცნობით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა და რეკრეაციულ ზონაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა. კერძოდ, ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. ტერიტორია დასუფთავდა და ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენიც. უწყების ცნობით, სარეკრეაციო ზონაში არსებულ, გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, სამართალდამრღვევებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განათავსეს 14 დაუსრულებელი მცირე ზომის კაპიტალური და 27 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მავთულბადის ღობეები. გარდა ამისა, ტერიტორიის მითვისების მიზნით, სამართალდამრღვევების მხრიდან მიწის ნაკვეთების რკინის კონსტრუქციებით შემოღობვა და სამშენებლოდ მომზადების პროცესი ინტენსიურად გრძელდებოდა. მერიის ცნობით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები არაერთხელ გააფრთხილა და მოუწოდა, შეეწყვიტათ უკანონო სამუშაოები და თავადვე მოეხდინათ დემონტაჟი, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ მოთხოვნას და პერიოდულად განაგრძობდნენ უკანონო შემოღობვების მოწყობას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264363018_210:0:1439:922_1920x0_80_0_0_5e80b5444be9c04ece072a1441b46a44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია
თბილისში რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთეს
მერიის ცნობით, გრძელდება სამუშაოები უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო მიწის მიტაცების აღსაკვეთად.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა და რეკრეაციულ ზონაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა.
კერძოდ, ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. ტერიტორია დასუფთავდა და ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენიც.
უწყების ცნობით, სარეკრეაციო ზონაში არსებულ, გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, სამართალდამრღვევებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განათავსეს 14 დაუსრულებელი მცირე ზომის კაპიტალური და 27 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მავთულბადის ღობეები.
გარდა ამისა, ტერიტორიის მითვისების მიზნით, სამართალდამრღვევების მხრიდან მიწის ნაკვეთების რკინის კონსტრუქციებით შემოღობვა და სამშენებლოდ მომზადების პროცესი ინტენსიურად გრძელდებოდა.
"გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღემატება. ამ ეტაპზე სამართალდამრღვევების მიერ მსუბუქი კონსტრუქციებით და ნაგებობებით თვითნებურად იყო დაკავებული 40 ჰექტრამდე მიწა. აღნიშნული ტერიტორია განაშენიანებული და დასახლებული არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ცნობით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები არაერთხელ გააფრთხილა და მოუწოდა, შეეწყვიტათ უკანონო სამუშაოები და თავადვე მოეხდინათ დემონტაჟი, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ მოთხოვნას და პერიოდულად განაგრძობდნენ უკანონო შემოღობვების მოწყობას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.