https://sputnik-georgia.com/20260717/fuladi-gzavnilebi-statistika-ganaxlda-299678274.html
ფულადი გზავნილები საქართველოში - ექვსი თვის სტატისტიკა
ფულადი გზავნილები საქართველოში - ექვსი თვის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-17T10:42+0400
2026-07-17T10:42+0400
2026-07-17T10:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ქართული დიასპორა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და 1904,7 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 249,8 მლნ დოლარი შეადგინა - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 13,1%-ია, რაც 14,4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ივნისში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა გაიზარდაივნისში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა 10,4%-ით გაიზარდა 2025 წლის ივნისთან შედარებით და 348,3 მლნ დოლარი შეადგინა.ივნისში რუსეთიდან 51,4 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 14,8%-ს შეადგენს - ეს 25,1%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.2026 წლის ექვს თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 212,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,8%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ქართული დიასპორა, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ქართული დიასპორა, რუსეთი
ფულადი გზავნილები საქართველოში - ექვსი თვის სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და 1904,7 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის იანვარი-ივნისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 355,7 | 10,6 |
იტალია | 324,9 | 9,9 |
რუსეთი | 249,8 | 14,4 |
გერმანია | 165,9 | 15,8 |
ისრაელი | 162,9 | 17,8 |
2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 249,8 მლნ დოლარი შეადგინა - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 13,1%-ია, რაც 14,4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ივნისში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა გაიზარდა
ივნისში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა 10,4%-ით გაიზარდა 2025 წლის ივნისთან შედარებით და 348,3 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის ივნისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 66,2 | 12,7 |
იტალია | 54,2 | 4,9 |
რუსეთი | 51,4 | 25,1 |
გერმანია | 30,4 | 11,5 |
ისრაელი | 29,4 | 22,4 |
ივნისში რუსეთიდან 51,4 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 14,8%-ს შეადგენს - ეს 25,1%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.
2026 წლის ექვს თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 212,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,8%-ით მეტია.