https://sputnik-georgia.com/20260717/evropa-da-zelenski-cdiloben-trampi-alaskis-winadadebebs-camoasoron-299699473.html
ევროპა და ზელენსკი ცდილობენ ტრამპი ალასკის წინადადებებს ჩამოაშორონ - ლავროვი
ევროპა და ზელენსკი ცდილობენ ტრამპი ალასკის წინადადებებს ჩამოაშორონ - ლავროვი
Sputnik საქართველო
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიასკაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებზე დადებითი ატმოსფერო იყო, მაგრამ ანკორიჯის სული ქრება. 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-17T16:09+0400
2026-07-17T16:09+0400
2026-07-18T17:09+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
სერგეი ლავროვი
დონალდ ტრამპი
ევროპა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0a/297079697_831:237:3145:1539_1920x0_80_0_0_c10592cb28aec584245af5bab299be84.jpg
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. რუსეთმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ალასკაში გაკეთებული წინადადებები, თუმცა ევროპელი მოკავშირეები და ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობენ, რომ ის ამ ინიციატივებს ჩამოაშორონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„ჩვენ მივიღეთ ტრამპის წინადადებები ალასკაზე. მისი ევროპელი მოკავშირეები და, რა თქმა უნდა, თავად ბატონი ზელენსკი ცდილობენ, რომ ტრამპი ამ წინადადებებს ჩამოაშორონ“, - განაცხადა ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა უკრაინის ხელისუფლების შეშფოთება, რომ აშშ-ის ყურადღება უკრაინაში არსებული სიტუაციიდან სპარსეთის ყურის კრიზისზე გადადის და, შესაბამისად, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უფრო აქტიურად „შეუერთდეს იმ ბანაკს, რომელიც მხოლოდ რუსეთზე ზეწოლით არის დაკავებული“.მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ალიასკაში გამართული მოლაპარაკებების დროს დადებითი ატმოსფეროს მიუხედავად, ანკორიჯის სული ქრება.რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ალიასკაში 2025 წლის 15 აგვისტოს გაიმართა. შეხვედრა ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგა. პუტინმა და ტრამპმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. ორივე ლიდერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ „ანკორიჯის სული“ წარმოადგენს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების დროს მიღწეული ურთიერთგაგების ერთობლიობას.
უკრაინა
აშშ
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0a/297079697_920:235:2958:1763_1920x0_80_0_0_24f28a900d7a6cd5a470f1f56191ab58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , სერგეი ლავროვი, დონალდ ტრამპი, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , სერგეი ლავროვი, დონალდ ტრამპი, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროპა და ზელენსკი ცდილობენ ტრამპი ალასკის წინადადებებს ჩამოაშორონ - ლავროვი
16:09 17.07.2026 (განახლებულია: 17:09 18.07.2026) მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიასკაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებზე დადებითი ატმოსფერო იყო, მაგრამ ანკორიჯის სული ქრება.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. რუსეთმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ალასკაში გაკეთებული წინადადებები, თუმცა ევროპელი მოკავშირეები და ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობენ, რომ ის ამ ინიციატივებს ჩამოაშორონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ჩვენ მივიღეთ ტრამპის წინადადებები ალასკაზე. მისი ევროპელი მოკავშირეები და, რა თქმა უნდა, თავად ბატონი ზელენსკი ცდილობენ, რომ ტრამპი ამ წინადადებებს ჩამოაშორონ“, - განაცხადა ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა უკრაინის ხელისუფლების შეშფოთება, რომ აშშ-ის ყურადღება უკრაინაში არსებული სიტუაციიდან სპარსეთის ყურის კრიზისზე გადადის და, შესაბამისად, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უფრო აქტიურად „შეუერთდეს იმ ბანაკს, რომელიც მხოლოდ რუსეთზე ზეწოლით არის დაკავებული“.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ალიასკაში გამართული მოლაპარაკებების დროს დადებითი ატმოსფეროს მიუხედავად, ანკორიჯის სული ქრება.
რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ალიასკაში 2025 წლის 15 აგვისტოს გაიმართა. შეხვედრა ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგა. პუტინმა და ტრამპმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. ორივე ლიდერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.
მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ „ანკორიჯის სული“ წარმოადგენს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების დროს მიღწეული ურთიერთგაგების ერთობლიობას.