https://sputnik-georgia.com/20260717/batumis-navtobterminali-299677300.html
ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა
ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა
Sputnik საქართველო
ტერმინალმა დაიწყო ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 საავიაციო ნავთის გადამუშავება. 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-17T09:34+0400
2026-07-17T09:34+0400
2026-07-17T09:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/18/239941818_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_0800c277071c02c8591e882ac0b3407b.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის ივლისში საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური კომპანია Kaztransoil-მა, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალს მართავს.BNT სპეციალიზებული ნავთობტერმინალია, რომელიც საავიაციო ნავთის გარდა, ამუშავებს ნედლ ნავთობს, მაზუთს, დიზელის საწვავს, საავტომობილო ბენზინს, სხვადასხვა კლასის ნავთს, თხევად ნახშირწყალბადოვან აირებს და სხვა თხევადი ნავთობპროდუქტების ტვირთებს.წლის პირველ ნახევარში ბათუმის ნავთობტერმინალით გადატვირთული ნავთობის ტვირთის მოცულობამ დაახლოებით 725.000 ტონა შეადგინა.კომპანიის ცნობით, ტერმინალმა დაიწყო ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 საავიაციო ნავთის გადამუშავება.საავიაციო ნავთის პირველი პარტია - 10.000 ტონა -ბათუმის ნავთობტერმინალში შავ ზღვის გავლით საზღვაო ტრანსპორტით შევიდა.ტვირთი ამჟამად ტერმინალშია და ყაზახეთში შემდგომი გადაზიდვისთვის სარკინიგზო ცისტერნა-ვაგონების მოსვლას ელოდება.JET A1 საავიაციო ნავთი სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთი ძირითადი საწვავია, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავების საიმედო მუშაობას და ავიაგადაზიდვების შეუფერხებელ ნაკადს.როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ყაზახეთში საავიაციო საწვავის სტაბილური მიწოდება აუცილებელია სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებისთვის, მობილურობის გაზრდისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.„JET A1 საავიაციო ნავთის გადაზიდვის განახლება აფართოებს BNT-ის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ტრანსპორტირების განვითარებას შუა დერეფანში, ზრდის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობას და აძლიერებს კომპანიების ჯგუფის „ყაზტრანსოილის“ სატრანზიტო პოტენციალს“, - ნათქვამია განცხადებაში.ბათუმის პორტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ზოგიერთი სასუქის ნაწილი ბათუმის პორტიდან გადაიზიდება.ბათუმის ნავთობტერმინალს და მის შვილობილ კომპანია „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ ნავთობსატრანსპორტო კომპანია „ყაზტრანსოილი“ მართავს.საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის პორტი მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/18/239941818_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_a90691af15c678cb5c8c8b07265bad6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ბათუმი
ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა
ტერმინალმა დაიწყო ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 საავიაციო ნავთის გადამუშავება.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის ივლისში საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური კომპანია Kaztransoil-მა, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალს მართავს.
BNT სპეციალიზებული ნავთობტერმინალია, რომელიც საავიაციო ნავთის გარდა, ამუშავებს ნედლ ნავთობს, მაზუთს, დიზელის საწვავს, საავტომობილო ბენზინს, სხვადასხვა კლასის ნავთს, თხევად ნახშირწყალბადოვან აირებს და სხვა თხევადი ნავთობპროდუქტების ტვირთებს.
წლის პირველ ნახევარში ბათუმის ნავთობტერმინალით გადატვირთული ნავთობის ტვირთის მოცულობამ დაახლოებით 725.000 ტონა შეადგინა.
„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ რვათვიანი პაუზის შემდეგ განაახლა საავიაციო ნავთის გადატვირთვა, რითაც გახდა ევროპიდან ყაზახეთში ავიასაწვავის მიწოდების საკვანძო საყრდენი წერტილი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი)“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, ტერმინალმა დაიწყო ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 საავიაციო ნავთის გადამუშავება.
საავიაციო ნავთის პირველი პარტია - 10.000 ტონა -ბათუმის ნავთობტერმინალში შავ ზღვის გავლით საზღვაო ტრანსპორტით შევიდა.
ტვირთი ამჟამად ტერმინალშია და ყაზახეთში შემდგომი გადაზიდვისთვის სარკინიგზო ცისტერნა-ვაგონების მოსვლას ელოდება.
JET A1 საავიაციო ნავთი სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთი ძირითადი საწვავია, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავების საიმედო მუშაობას და ავიაგადაზიდვების შეუფერხებელ ნაკადს.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ყაზახეთში საავიაციო საწვავის სტაბილური მიწოდება აუცილებელია სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებისთვის, მობილურობის გაზრდისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
„JET A1 საავიაციო ნავთის გადაზიდვის განახლება აფართოებს BNT-ის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ტრანსპორტირების განვითარებას შუა დერეფანში, ზრდის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობას და აძლიერებს კომპანიების ჯგუფის „ყაზტრანსოილის“ სატრანზიტო პოტენციალს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის პორტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ზოგიერთი სასუქის ნაწილი ბათუმის პორტიდან გადაიზიდება.
ბათუმის ნავთობტერმინალს და მის შვილობილ კომპანია „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ ნავთობსატრანსპორტო კომპანია „ყაზტრანსოილი“ მართავს.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის პორტი მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.