ადიგენისა და ბორჯომის პლატოს ტყის ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov  / გადასვლა მედიაბანკშიტყის ჭრა
ტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2026
გამოწერა
სანიტარული ჭრების მთავარი მიზანი ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენისა და ბორჯომის პლატოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ღონისძიებების მიზანი მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ტყის ეკოსისტემების დაცვა და მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შეზღუდვაა.
"მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ეკოსისტემის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამას პირველ რიგში კლიმატური პირობების ცვლილება, ხოლო შემდგომ მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება განაპირობებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი სანიტარიული ჭრებია, რაც დაზიანებული ხეების დროულ მოჭრასა და ტყიდან გატანას გულისხმობს. აღნიშნული ღონისძიება ამცირებს მავნებლის გამრავლების კერებს და ხელს უწყობს ტყის ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებას.
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხეებისაგან, რაც ტყის ეკოსისტემის აღდგენისა და ახალი კერების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
სანიტარიულ ჭრებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც მავნებლის პოპულაციის დინამიკის შეფასებისა და შესაბამისი მართვის ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.
მიმდინარე წელს სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე სამი ეტაპის მონიტორინგი ჩაატარეს. ამ დროისთვის ფერომონიანი მწერსაჭერების საშუალებით დაჭერილი და განადგურებულია 140 ათასამდე მბეჭდავი ქერქიჭამია.
ყველა ახალი ამბავი
0