https://sputnik-georgia.com/20260716/tragedia-gorsi-braldebuls-patimroba-seefarda-299667511.html
ტრაგედია გორში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ტრაგედია გორში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T14:45+0400
2026-07-16T14:45+0400
2026-07-16T14:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გორი
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. გორის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა რევაზ ელიზბარაშვილს, რომელიც ბრალდებულია საზარელი ავარიის საქმეზე, რომელსაც ახალგაზრდა ქალი და მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა.ტრაგედია გორის ცენტრში ჭავჭავაძის ქუჩაში 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.როგორც შსს-ში განაცხადეს, მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.ისიც აღსანიშნავია, რომ პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, რევაზ ელიზბარაშვილს 225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი.რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გორი, ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გორი, ქართული სასამართლო
ტრაგედია გორში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. გორის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა რევაზ ელიზბარაშვილს, რომელიც ბრალდებულია საზარელი ავარიის საქმეზე, რომელსაც ახალგაზრდა ქალი და მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა.
ტრაგედია გორის ცენტრში ჭავჭავაძის ქუჩაში 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, რევაზ ელიზბარაშვილს 225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი.
რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.