https://sputnik-georgia.com/20260716/starlink-299706671.html
მოსაზრება: Starlink-ის გათიშვის საუკეთესო გზა
მოსაზრება: Starlink-ის გათიშვის საუკეთესო გზა
Sputnik საქართველო
სტრატეგიულად აუცილებელი და ტექნოლოგიურად შესაძლებელი Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემის განეიტრალება, რომელიც უზრუნველყოფს დაზვერვის, სამიზნეების... 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T14:02+0400
2026-07-16T14:02+0400
2026-07-19T12:04+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283876053_0:102:2048:1254_1920x0_80_0_0_67ec43792eae3e0f4c1398f2c8639de1.jpg
სტრატეგიულად აუცილებელი და ტექნოლოგიურად შესაძლებელი Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემის განეიტრალება, რომელიც უზრუნველყოფს დაზვერვის, სამიზნეების კოორდინაციისა და წინა ხაზზე ჯარების საბრძოლო მართვის მდგრადობას, სპეციალური სამხედრო ოპერაციის რამდენიმე დღეში დასრულების— უკრაინის პროქსი-არმიის სრული განადგურებით — შესაძლებლობას შექმნის. Starlink უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მდგრადობის, ასევე ნატოს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების საბრძოლო გამოყენების საფუძველია. დროა, ბანდერისტული რეჟიმის კოსმოსური „სასწრაფო დახმარება“ გამოირთოს.რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, Starlink უკრაინის შეიარაღებული ძალების, პენტაგონისა და ნატოს კავშირისა და საბრძოლო მართვის ძირითად სისტემად იქცა. სენატორმა და „როსკოსმოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა14 ივლისს მკაცრი კომპენსაციური ზომების აუცილებლობაზე ისაუბრა და თანამგზავრული დაჯგუფების „გეგმაზომიერი განულება“ მოითხოვა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, „ომი ორ-სამ კვირაში დასრულდება“ მოწინააღმდეგის სრული განადგურებით.რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინის ჯარების ინტერესებისთვის აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ასობით სამხედრო დანიშნულების კოსმოსური აპარატი მუშაობდა. ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სადაზვერვო ინფორმაციას დღე-ღამის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში, აწვდიდნენ. ასევე უზრუნველყოფდნენ კავშირისა და საბრძოლო მართვის მდგრად სისტემას, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ოპერატიულ ზურგში. დღეს ისინი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მოქმედების „გამტარებად“ გამოიყენებიან.Starlink თავდაპირველად სამოქალაქო ინიციატივად იყო წარმოდგენილი, როგორც თანამგზავრული ინტერნეტი მოგზაურებისა და შორეული ნაოსნობის მეზღვაურებისთვის. დროთა განმავლობაში, ცხადი გახდა, რომ პენტაგონის ქვეკონტრაქტორის სტატუსით Starlink საბრძოლო მართვის სისტემად და „ფერადი რევოლუციების“ ინსტრუმენტად იქცა იმ ქვეყნებში, სადაც, მათი შეფასებით, „ავტორიტარული რეჟიმებია“. ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი დე-ფაქტო უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოელი დაქირავებული მონაწილე გახდა უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე.Starlink-ის თითოეული თანამგზავრის (300-დან 600 კილომეტრამდე სიმაღლის ორბიტაზე) ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით ხუთი წელია. დროთა განმავლობაში აპარატები ორბიტას დაბლა ჩამოსცილდება, ატმოსფეროში შევა და დაიწვება. სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს თანამგზავრების დიდი რაოდენობა და მათი მუდმივი შევსება. 2026 წლის ივლისისათვის Starlink 12 000 თანამგზავრისგან შედგება, ხოლო მომავალში მათი რაოდენობა 42 000-ს მიაღწევს.სტრუქტურულად სისტემა სამი კომპონენტისგან შედგება: თანამგზავრი-რეტრანსლატორები, სახმელეთო სადგურების ქსელი (ინტერნეტთან დასაკავშირებლად) და 150 ქვეყანაში არსებული 10 მილიონზე მეტი მომხმარებლის ტერმინალი. ათასობით თანამგზავრი და საერთაშორისო კოსმოსური სივრცე, სისტემას შედარებით მაღალ დაცულობას უზრუნველყოფს. თუმცა, Starlink არც ფიზიკის კანონებისგან არის თავისუფალი. ელექტრომაგნიტური ტალღების კორექტირება შესაძლებელია და ეს კოსმოსურ სივრცეში მისი „გათიშვის“ მთავარი საშუალებაა. დედამიწის ზედაპირზე კი ამისთვის მეტი ვარიანტი არსებობს.2026 წლის ზაფხულში რუსეთში გამოჩნდა რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი კომპლექსი„ვოლნა კუპოლ გარანტი“, რომელსაც Starlink-ის არხების ჩახშობა შეუძლია. რვა ანტენა მიმართული ხელშემშლელი სიგნალებით რვაარხიან თანამგზავრულ კავშირზე ზემოქმედებს განლაგების ადგილიდან 20 კილომეტრის რადიუსში. მისი ეფექტიანობა საბრძოლო პირობებში უკვე შემოწმებულია. რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი კომპლექსები სტრატეგიულ ავტომაგისტრალ „ნოვოროსიაზე“ განალაგეს, რის შემდეგაც იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების აქტივობა მკვეთრად შემცირდა. ფრონტის ხაზზე მყოფმა მოწინააღმდეგის დანაყოფებმაც იგრძნეს რუსეთის „ვოლნა — გარანტის“ ზეწოლა და საპასუხო დარტყმების მიყენებას ცდილობენ.რუსეთის შეიარაღებული ძალები Starlink-ის გათიშვის სხვა ეფექტიან საშუალებებსაც ფლობენ. კავშირის თანამგზავრების რადიოელექტრონული დაზიანებისთვის შექმნილი კომპლექსი „ტირადა-2С“ მნიშვნელობით, ისეთ მძლავრ სარაკეტო კომპლექსებთან ერთად განიხილება, როგორიცაა „ნუდოლი“, „პრომეთე“ და „სარმატი“. მას შეუძლია არა მხოლოდ თანამგზავრული სიგნალის ჩახშობა, არამედ კოსმოსური აპარატის ფიზიკურად მწყობრიდან გამოყვანაც. ამერიკული გამოცემა International Business Times-ის შეფასებით, „ტირადა-2С“ რუსეთის იმ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან შეიარაღების სისტემას შორისაა, რომელსაც აშშ-ს სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობის გაბათილება შეუძლია. თუმცა, ამერიკის უპირატესობა აშკარა არ არის და ანტისატელიტური შესაძლებლობები მხოლოდ რუსეთს არ გააჩნია.ირანის სახელმწიფო სააგენტო Fars-მა დაადასტურა, რომ ილონ მასკის აქტივები ოფიციალურ „სამიზნეთა ბანკში“ შეიტანა. თეირანი Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, რადგან, მისი შეფასებით, პენტაგონი და ცაჰალი ორბიტალურ დაჯგუფებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში იყენებენ. ამერიკელმა და ისრაელელმა სპეციალისტებმა Starlink-ისა და Starshield-ის ქსელები რეგიონში დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებისა და სადაზვერვო გემების მართვის სისტემაში დააინტეგრირეს. დამოკლეს მახვილი კიდია Starlink-ის ჰაბებზე ისრაელის, კატარის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ომანის ტერიტორიაზე. თანამგზავრულ დაჯგუფებასთან შედარებით, Starlink-ის სახმელეთო ინფრასტრუქტურის განადგურება უფრო ადვილია, ხოლო მისი აღდგენა (კომპენსირება) — უფრო რთული.ცნობილია რუსეთისა და ჩინეთის მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ კოსმოსურ სფეროში; ასევე არსებობს2030-იან წლებში მთვარის ერთობლივი ათვისების გეგმები. ეს თანამშრომლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პლანეტარული „ჰეგემონების“ შორის. შემთხვევითი არ არის, რომ ივლისის დასაწყისში გამოცემების - „შპიგელის“, „ლე მონდისა და „ინსაიდერის“ „ჟურნალისტ-გამომძიებელთა“ ჯგუფმა მოსკოვი და პეკინი დასავლეთთან დასაპირისპირებლად „სამხედრო თანამშრომლობის ფარულ გაძლიერებაში“ დაადანაშაულა. „შემოქმედებითი ჯგუფის“ ინფორმაციით, რუსეთმა და ჩინეთმა Starlink-ის ქსელის განეიტრალების მიდგომები სინქრონიზებული გახადეს — კავშირის ჩახშობის ან თანამგზავრების განადგურების მეთოდების გამოყენებით. ასევე ამტკიცებენ, თითქოს რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ერთმანეთთან აახლოებს დაპირისპირების ორ მიმართულებას — უკრაინასა და ტაივანს.მანამდე სააგენტო Bloomberg-მა, აშშ-ის კოსმოსური ძალების ანგარიშზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ სხვა კოსმოსური აპარატების შემოწმებისა და შეკეთებისთვის განკუთვნილი თავიანთი თანამგზავრები აშშ-ის კოსმოსურ ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად გამოიყენონ. ამასთან, ისინი სახმელეთო ლაზერულ სისტემებსაც ქმნიან.მართლაც, რუსეთი დიდი ხანია, კოსმოსური ნარჩენების პრაქტიკული გაწმენდის საკითხებზე მუშაობს. Star Wars ორბიტაზე და დედამიწის ზედაპირზე შეიძლება რეალობად იქცეს, თუ აშშ-სა და ნატოს ლიდერები, მეზობელი ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე, სიდიადისკენ დაუფიქრებელ სწრაფვას არ შეწყვეტენ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283876053_121:0:1928:1355_1920x0_80_0_0_d5b73b898c43929ac8de1f0108bae221.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
სტრატეგიულად აუცილებელი და ტექნოლოგიურად შესაძლებელი Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემის განეიტრალება, რომელიც უზრუნველყოფს დაზვერვის, სამიზნეების კოორდინაციისა და წინა ხაზზე ჯარების საბრძოლო მართვის მდგრადობას, სპეციალური სამხედრო ოპერაციის რამდენიმე დღეში დასრულების— უკრაინის პროქსი-არმიის სრული განადგურებით — შესაძლებლობას შექმნის. Starlink უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მდგრადობის, ასევე ნატოს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების საბრძოლო გამოყენების საფუძველია. დროა, ბანდერისტული რეჟიმის კოსმოსური „სასწრაფო დახმარება“ გამოირთოს.
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, Starlink უკრაინის შეიარაღებული ძალების, პენტაგონისა და ნატოს კავშირისა და საბრძოლო მართვის ძირითად სისტემად იქცა. სენატორმა და „როსკოსმოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა14 ივლისს მკაცრი კომპენსაციური ზომების აუცილებლობაზე ისაუბრა და თანამგზავრული დაჯგუფების „გეგმაზომიერი განულება“ მოითხოვა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, „ომი ორ-სამ კვირაში დასრულდება“ მოწინააღმდეგის სრული განადგურებით.
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინის ჯარების ინტერესებისთვის აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ასობით სამხედრო დანიშნულების კოსმოსური აპარატი მუშაობდა. ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სადაზვერვო ინფორმაციას დღე-ღამის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში, აწვდიდნენ. ასევე უზრუნველყოფდნენ კავშირისა და საბრძოლო მართვის მდგრად სისტემას, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ოპერატიულ ზურგში. დღეს ისინი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მოქმედების „გამტარებად“ გამოიყენებიან.
Starlink თავდაპირველად სამოქალაქო ინიციატივად იყო წარმოდგენილი, როგორც თანამგზავრული ინტერნეტი მოგზაურებისა და შორეული ნაოსნობის მეზღვაურებისთვის. დროთა განმავლობაში, ცხადი გახდა, რომ პენტაგონის ქვეკონტრაქტორის სტატუსით Starlink საბრძოლო მართვის სისტემად და „ფერადი რევოლუციების“ ინსტრუმენტად იქცა იმ ქვეყნებში, სადაც, მათი შეფასებით, „ავტორიტარული რეჟიმებია“. ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი დე-ფაქტო უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოელი დაქირავებული მონაწილე გახდა უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე.
Starlink-ის თითოეული თანამგზავრის (300-დან 600 კილომეტრამდე სიმაღლის ორბიტაზე) ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით ხუთი წელია. დროთა განმავლობაში აპარატები ორბიტას დაბლა ჩამოსცილდება, ატმოსფეროში შევა და დაიწვება. სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს თანამგზავრების დიდი რაოდენობა და მათი მუდმივი შევსება. 2026 წლის ივლისისათვის Starlink 12 000 თანამგზავრისგან შედგება, ხოლო მომავალში მათი რაოდენობა 42 000-ს მიაღწევს.
სტრუქტურულად სისტემა სამი კომპონენტისგან შედგება: თანამგზავრი-რეტრანსლატორები, სახმელეთო სადგურების ქსელი (ინტერნეტთან დასაკავშირებლად) და 150 ქვეყანაში არსებული 10 მილიონზე მეტი მომხმარებლის ტერმინალი. ათასობით თანამგზავრი და საერთაშორისო კოსმოსური სივრცე, სისტემას შედარებით მაღალ დაცულობას უზრუნველყოფს. თუმცა, Starlink არც ფიზიკის კანონებისგან არის თავისუფალი. ელექტრომაგნიტური ტალღების კორექტირება შესაძლებელია და ეს კოსმოსურ სივრცეში მისი „გათიშვის“ მთავარი საშუალებაა. დედამიწის ზედაპირზე კი ამისთვის მეტი ვარიანტი არსებობს.
2026 წლის ზაფხულში რუსეთში გამოჩნდა რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი კომპლექსი„ვოლნა კუპოლ გარანტი“, რომელსაც Starlink-ის არხების ჩახშობა შეუძლია. რვა ანტენა მიმართული ხელშემშლელი სიგნალებით რვაარხიან თანამგზავრულ კავშირზე ზემოქმედებს განლაგების ადგილიდან 20 კილომეტრის რადიუსში. მისი ეფექტიანობა საბრძოლო პირობებში უკვე შემოწმებულია. რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი კომპლექსები სტრატეგიულ ავტომაგისტრალ „ნოვოროსიაზე“ განალაგეს, რის შემდეგაც იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების აქტივობა მკვეთრად შემცირდა. ფრონტის ხაზზე მყოფმა მოწინააღმდეგის დანაყოფებმაც იგრძნეს რუსეთის „ვოლნა — გარანტის“ ზეწოლა და საპასუხო დარტყმების მიყენებას ცდილობენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალები Starlink-ის გათიშვის სხვა ეფექტიან საშუალებებსაც ფლობენ. კავშირის თანამგზავრების რადიოელექტრონული დაზიანებისთვის შექმნილი კომპლექსი „ტირადა-2С“ მნიშვნელობით, ისეთ მძლავრ სარაკეტო კომპლექსებთან ერთად განიხილება, როგორიცაა „ნუდოლი“, „პრომეთე“ და „სარმატი“. მას შეუძლია არა მხოლოდ თანამგზავრული სიგნალის ჩახშობა, არამედ კოსმოსური აპარატის ფიზიკურად მწყობრიდან გამოყვანაც. ამერიკული გამოცემა International Business Times-ის შეფასებით, „ტირადა-2С“ რუსეთის იმ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან შეიარაღების სისტემას შორისაა, რომელსაც აშშ-ს სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობის გაბათილება შეუძლია. თუმცა, ამერიკის უპირატესობა აშკარა არ არის და ანტისატელიტური შესაძლებლობები მხოლოდ რუსეთს არ გააჩნია.
ირანის სახელმწიფო სააგენტო Fars-მა დაადასტურა, რომ ილონ მასკის აქტივები ოფიციალურ „სამიზნეთა ბანკში“ შეიტანა. თეირანი Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, რადგან, მისი შეფასებით, პენტაგონი და ცაჰალი ორბიტალურ დაჯგუფებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში იყენებენ. ამერიკელმა და ისრაელელმა სპეციალისტებმა Starlink-ისა და Starshield-ის ქსელები რეგიონში დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებისა და სადაზვერვო გემების მართვის სისტემაში დააინტეგრირეს. დამოკლეს მახვილი კიდია Starlink-ის ჰაბებზე ისრაელის, კატარის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ომანის ტერიტორიაზე. თანამგზავრულ დაჯგუფებასთან შედარებით, Starlink-ის სახმელეთო ინფრასტრუქტურის განადგურება უფრო ადვილია, ხოლო მისი აღდგენა (კომპენსირება) — უფრო რთული.
ცნობილია რუსეთისა და ჩინეთის მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ კოსმოსურ სფეროში; ასევე არსებობს2030-იან წლებში მთვარის ერთობლივი ათვისების გეგმები. ეს თანამშრომლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პლანეტარული „ჰეგემონების“ შორის. შემთხვევითი არ არის, რომ ივლისის დასაწყისში გამოცემების - „შპიგელის“, „ლე მონდისა და „ინსაიდერის“ „ჟურნალისტ-გამომძიებელთა“ ჯგუფმა მოსკოვი და პეკინი დასავლეთთან დასაპირისპირებლად „სამხედრო თანამშრომლობის ფარულ გაძლიერებაში“ დაადანაშაულა.
„შემოქმედებითი ჯგუფის“ ინფორმაციით, რუსეთმა და ჩინეთმა Starlink-ის ქსელის განეიტრალების მიდგომები სინქრონიზებული გახადეს — კავშირის ჩახშობის ან თანამგზავრების განადგურების მეთოდების გამოყენებით. ასევე ამტკიცებენ, თითქოს რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ერთმანეთთან აახლოებს დაპირისპირების ორ მიმართულებას — უკრაინასა და ტაივანს.
მანამდე სააგენტო Bloomberg-მა, აშშ-ის კოსმოსური ძალების ანგარიშზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ სხვა კოსმოსური აპარატების შემოწმებისა და შეკეთებისთვის განკუთვნილი თავიანთი თანამგზავრები აშშ-ის კოსმოსურ ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად გამოიყენონ. ამასთან, ისინი სახმელეთო ლაზერულ სისტემებსაც ქმნიან.
მართლაც, რუსეთი დიდი ხანია, კოსმოსური ნარჩენების პრაქტიკული გაწმენდის საკითხებზე მუშაობს. Star Wars ორბიტაზე და დედამიწის ზედაპირზე შეიძლება რეალობად იქცეს, თუ აშშ-სა და ნატოს ლიდერები, მეზობელი ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე, სიდიადისკენ დაუფიქრებელ სწრაფვას არ შეწყვეტენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე