https://sputnik-georgia.com/20260716/saqartvelosi-tevzis-warmoeba-semcirda-299663713.html
საქართველოში თევზის წარმოება შემცირდა: ახალი მონაცემები
საქართველოში თევზის წარმოება შემცირდა: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
თევზის დიდი ნაწილი ხელოვნურ ტბორებშია მოშენებული. 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T11:25+0400
2026-07-16T11:25+0400
2026-07-16T11:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710871_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_9472108578ec3ccd50530195a090cee8.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოში თევზის წარმოება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 14,5%-ით შემცირდა და 2025 წელს 2500 ტონა შეადგინა, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).საქართველოში თევზის ფერმების ყველაზე დიდი რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებშია განთავსებული, რომლებიც თევზის მთლიანი წარმოების 45%-ს შეადგენენ. შემდეგ მოდიან შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონები.2025 წელს ამ ფერმებმა წარმოებული თევზის 94,2% გაყიდეს. აღსანიშნავია, რომ ამ თევზის დიდი ნაწილი ხელოვნურ ტბორებშია მოშენებული.საქართველოში მოშენებული თევზის ყველაზე პოპულარული სახეობებია ევროპული ლოქო, რუსული და ციმბირული ზუთხი, სქელშუბლა, თეთრი ამური, სარკისებური კობრი და ცისარტყელა კალმახი.2025 წელს 1კგ ევროპული ლოქოს საშუალო წლიური ფასი (მწარმოებლის ფასი) 21 ლარი იყო, ზუთხის - 30,7 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 6,7 ლარი, თეთრი ამურის - 9,4 ლარი, სარკისებრი კობრის - 12,2 ლარი, ცისარტყელა კალმახის - 16,3 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710871_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_9c16e5a1bf9f243ab9fc4b9a3fa1fab0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქსტატი
საქართველოში თევზის წარმოება შემცირდა: ახალი მონაცემები
თევზის დიდი ნაწილი ხელოვნურ ტბორებშია მოშენებული.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოში თევზის წარმოება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 14,5%-ით შემცირდა და 2025 წელს 2500 ტონა შეადგინა, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
საქართველოში თევზის ფერმების ყველაზე დიდი რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებშია განთავსებული, რომლებიც თევზის მთლიანი წარმოების 45%-ს შეადგენენ. შემდეგ მოდიან შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონები.
2025 წელს ამ ფერმებმა წარმოებული თევზის 94,2% გაყიდეს. აღსანიშნავია, რომ ამ თევზის დიდი ნაწილი ხელოვნურ ტბორებშია მოშენებული.
საქართველოში მოშენებული თევზის ყველაზე პოპულარული სახეობებია ევროპული ლოქო, რუსული და ციმბირული ზუთხი, სქელშუბლა, თეთრი ამური, სარკისებური კობრი და ცისარტყელა კალმახი.
2025 წელს 1კგ ევროპული ლოქოს საშუალო წლიური ფასი (მწარმოებლის ფასი) 21 ლარი იყო, ზუთხის - 30,7 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 6,7 ლარი, თეთრი ამურის - 9,4 ლარი, სარკისებრი კობრის - 12,2 ლარი, ცისარტყელა კალმახის - 16,3 ლარი.