საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვია

© photo: Sputnik / Grigory Sysoev  / გადასვლა მედიაბანკშისერდარ ბერდიმუჰამედოვი
სერდარ ბერდიმუჰამედოვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2026
გამოწერა
ორი ქვეყნის პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია, იუწყება "პირველი არხი".
თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა. მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან - ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
ხვალ კი დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. 2022 წელს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0