საგარეჯოში ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2026
გამოწერა
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მსხვერპლით დასრულდა, იუწყება „ტვ პირველი“.
არსებული ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, ერთი მგზავრი კი დაშავდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0