https://sputnik-georgia.com/20260716/rtveli-2026-yurznis-warb-mosavals-kvlav-saxelmwifo-kompania-seisyidis-299663408.html
რთველი-2026: ყურძნის ჭარბ მოსავალს კვლავ სახელმწიფო კომპანია შეისყიდის
რთველი-2026: ყურძნის ჭარბ მოსავალს კვლავ სახელმწიფო კომპანია შეისყიდის
Sputnik საქართველო
2020 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებდა რთველის სუბსიდირებას. 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T09:36+0400
2026-07-16T09:36+0400
2026-07-16T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231413_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_4a694f91b55734fb002b8d3c845581f1.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. 2026 წლის რთველის პერიოდში ყურზნის ჭარბ მოსავალს, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს, სახელმწიფო კომპანია „მოსავლის მართვის კომპანია“ შეიძენს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვას უზრუნველყოფს.მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, შესასყიდ ფასებს, შაქრიანობის მიხედვით, სახელმწიფო განსაზღვრავს.„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1,30 ლარია; 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0,30 ლარი.რაც შეეხება „საფერავს“, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1,50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0,90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0,30 ლარი.რთველის 2025-ის ფარგლებში მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 145.742.918 კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რითაც ბიუჯეტის 241 მილიონი ლარი დახარჯა.რაც შეეხება, რთველი 2026 წლის სუბსიდირების პოტენციურ ბიუჯეტს, ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული რიცხვების დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია.2020 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებდა რთველის სუბსიდირებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერების მხარდაჭერას, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებასა და მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსავლის სიჭარბის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვით არ დაინტერესდება, მას სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ დადგენილ ფასებში შეისყიდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231413_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_4f2c78c040d1b6f535043901e0a7d713.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, სოციალური სფერო საქართველოში
რთველი-2026: ყურძნის ჭარბ მოსავალს კვლავ სახელმწიფო კომპანია შეისყიდის
2020 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებდა რთველის სუბსიდირებას.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. 2026 წლის რთველის პერიოდში ყურზნის ჭარბ მოსავალს, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს, სახელმწიფო კომპანია „მოსავლის მართვის კომპანია“ შეიძენს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვას უზრუნველყოფს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, შესასყიდ ფასებს, შაქრიანობის მიხედვით, სახელმწიფო განსაზღვრავს.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1,30 ლარია; 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0,30 ლარი.
რაც შეეხება „საფერავს“, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1,50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0,90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0,30 ლარი.
რთველის 2025-ის ფარგლებში მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 145.742.918 კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რითაც ბიუჯეტის 241 მილიონი ლარი დახარჯა.
რაც შეეხება, რთველი 2026 წლის სუბსიდირების პოტენციურ ბიუჯეტს, ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული რიცხვების დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია.
2020 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებდა რთველის სუბსიდირებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერების მხარდაჭერას, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებასა და მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსავლის სიჭარბის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვით არ დაინტერესდება, მას სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ დადგენილ ფასებში შეისყიდის.