https://sputnik-georgia.com/20260716/qveseti-kobis-gzis-msenebloba-gegmis-mixedvit-mimdinareobs-299677494.html
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია. 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T22:36+0400
2026-07-16T22:36+0400
2026-07-17T02:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვითარება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/10/299671871_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_807e1abb5c05443870b47e47688a7213.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის 23-კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და გვირაბების პროექტის სრული დასრულება და მოძრაობის გახსნა 2028 წელს იგეგმება, მიმდინარე წელს დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, იუწყება ინფრასტრუქტურის სამინისტრო.ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის 23-კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობა დაათვალიერა.მინისტრმა დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოები და მოისმინა ინფორმაცია პროექტის რეალიზაციის მიმდინარე ეტაპის შესახებ.ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა დასრულებულია. მიმდინარეობს ელექტრომექანიკური სისტემების მონტაჟი. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაგებობაა.ხიდებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით აშენდა, რომელიც საქართველოში პირველად გამოიყენეს.გარდა ამისა, ამჟამად ასევე შენდება უნიკალური, 426 მეტრის სიგრძისა და 166 მ-ის სიმაღლის თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც.ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/10/299671871_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_4bd2e79a9d9945d98c092fd2ab2f3758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
22:36 16.07.2026 (განახლებულია: 02:36 17.07.2026) ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის 23-კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და გვირაბების პროექტის სრული დასრულება და მოძრაობის გახსნა 2028 წელს იგეგმება, მიმდინარე წელს დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, იუწყება ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის 23-კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობა დაათვალიერა.
მინისტრმა დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოები და მოისმინა ინფორმაცია პროექტის რეალიზაციის მიმდინარე ეტაპის შესახებ.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა დასრულებულია. მიმდინარეობს ელექტრომექანიკური სისტემების მონტაჟი. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაგებობაა.
ხიდებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით აშენდა, რომელიც საქართველოში პირველად გამოიყენეს.
გარდა ამისა, ამჟამად ასევე შენდება უნიკალური, 426 მეტრის სიგრძისა და 166 მ-ის სიმაღლის თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც.
ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.