https://sputnik-georgia.com/20260716/gafrtxileba-mosaxleobas-mosavlis-arebis-semdeg-mcenareuli-narcenebis-gadawva-kanonit-isjeba-299667641.html
გაფრთხილება მოსახლეობას: მოსავლის აღების შემდეგ მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით ისჯება
გაფრთხილება მოსახლეობას: მოსავლის აღების შემდეგ მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით ისჯება
Sputnik საქართველო
დეპარტამენტის განცხადებით, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T16:38+0400
2026-07-16T16:38+0400
2026-07-16T16:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24194/78/241947880_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_f4dd97bf76345081133031849f21845f.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის გარემოს, აზიანებს ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს ჯარიმას. "მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს არ განახორცილონ მსგავსი ქმედება, სამართალდარღვევები მაინც ფიქსირდება", - ნათქვამია განცხადებაში. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, მცენარეული ნარჩენების დაწვა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას, აღნიშნულია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, თუმცა სამართალდარღვევის გარემოებებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე სამართალდამრღვევს გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24194/78/241947880_117:0:1897:1335_1920x0_80_0_0_74ac4976343a98de76907e52ad54e12c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
გაფრთხილება მოსახლეობას: მოსავლის აღების შემდეგ მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით ისჯება
დეპარტამენტის განცხადებით, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის გარემოს, აზიანებს ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს ჯარიმას.
"მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს არ განახორცილონ მსგავსი ქმედება, სამართალდარღვევები მაინც ფიქსირდება", - ნათქვამია განცხადებაში.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, მცენარეული ნარჩენების დაწვა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას, აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, თუმცა სამართალდარღვევის გარემოებებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე სამართალდამრღვევს გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.