ბრიტანეთის მოქალაქის მიერ ნარკოტიკის შემოტანის საქმე: სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2026
გამოწერა
საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მეთიუ როი დესმონდისა და მისი ადვოკატის მოთხოვნით დაიწყო
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანა ედებოდა ბრალად, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრიტანეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 100.000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მას ასევე მიესაჯა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 20 წლის ვადით. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დესმონდი ამავე დარბაზში ჩაბარდა საიმიგრაციო სამსახურს.
მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე 5,8484 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკავებისას ბრიტანეთის მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ სამი დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატი ექიმის მიერ იყო დანიშნული.
პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მეთიუ როი დესმონდისა და მისი ადვოკატის მოთხოვნით დაიწყო და ჯარიმის ოდენობაც მათ მიერ იყო შემოთავაზებული.
ყველა ახალი ამბავი
0