ზურაბ ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა: პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი

© photo: Sputnik / Stringerზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
სად და რა გარემოებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, მას ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აღენიშნება.
„სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს... კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ“, - დაწერა ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსი კლინიკა „მედი ქლაბშია" გადაყვანილი, სადაც გამოკვლევებს უტარებენ.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0