https://sputnik-georgia.com/20260715/zaxarova-tbilisis-politika-dasavletistvis-problemaa-299662625.html
ზახაროვა: თბილისის პოლიტიკა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალივითაა"
ზახაროვა: თბილისის პოლიტიკა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალივითაა"
Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თბილისის კრიტიკის მიღმა დგას არა დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ უკმაყოფილება... 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-15T22:44+0400
2026-07-15T22:44+0400
2026-07-15T22:43+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:3011:1694_1920x0_80_0_0_ff7e17865f0f70a0a435c4f3de1a7203.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რადგან ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დამოუკიდებელ პოლიტიკას საკუთარი ინტერესების გამოწვევად აღიქვამს.„თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტთან, დამოუკიდებლობასთან და შიდა საქმეებში ჩაურევლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაშინ თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმ უცერემონიო და ზოგჯერ უპრეცედენტო ჩარევისა იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელსაც სუვერენიტეტის ყველა ატრიბუტი აქვს“, - აღნიშნა დიპლომატმა ბრიფინგზე.მისი შეფასებით, „თბილისის სწრაფვა, ერთგული დარჩეს დამოუკიდებელი, ეროვნულად ორიენტირებული, ანუ საკუთარ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკისა, კოლექტიური დასავლეთის მიერ პირდაპირ გამოწვევად აღიქმება, ხოლო რუსულად რომ ვთქვათ – ყელში გაჩხერილი ძვალივითაა".ზახაროვას მიაჩნია, რომ სწორედ ამ გაღიზიანებით აიხსნება დასავლეთის მზადყოფნა, გამოიყენოს ზეწოლის ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბერკეტი, რათა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლას მიაღწიოს.„ეს იმდენად აღიზიანებს მის [დასავლეთის] წარმომადგენლებს, რომ ისინი პირდაპირ მზად არიან გამოიყენონ გავლენის ყველა ბერკეტი, ოღონდ კი რომ მოაშორონ არასასურველი მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს, იმიტომ, რომ ის ფიქრობს საკუთარ ხალხზე, იცნობს საკუთარ ხალხს, მის ისტორიას და ამის საფუძველზე აშენებს მომავალს და არ ემსახურება მათ, ვისაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს ხალხთან, მის ისტორიასთან“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_97a4b9f38e59b3a59542563866cb61ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ზახაროვა: თბილისის პოლიტიკა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალივითაა"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თბილისის კრიტიკის მიღმა დგას არა დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ უკმაყოფილება იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ კურსს ატარებს
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რადგან ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დამოუკიდებელ პოლიტიკას საკუთარი ინტერესების გამოწვევად აღიქვამს.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტთან, დამოუკიდებლობასთან და შიდა საქმეებში ჩაურევლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაშინ თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმ უცერემონიო და ზოგჯერ უპრეცედენტო ჩარევისა იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელსაც სუვერენიტეტის ყველა ატრიბუტი აქვს“, - აღნიშნა დიპლომატმა ბრიფინგზე.
მისი შეფასებით, „თბილისის სწრაფვა, ერთგული დარჩეს დამოუკიდებელი, ეროვნულად ორიენტირებული, ანუ საკუთარ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკისა, კოლექტიური დასავლეთის მიერ პირდაპირ გამოწვევად აღიქმება, ხოლო რუსულად რომ ვთქვათ – ყელში გაჩხერილი ძვალივითაა".
ზახაროვას მიაჩნია, რომ სწორედ ამ გაღიზიანებით აიხსნება დასავლეთის მზადყოფნა, გამოიყენოს ზეწოლის ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბერკეტი, რათა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლას მიაღწიოს.
„ეს იმდენად აღიზიანებს მის [დასავლეთის] წარმომადგენლებს, რომ ისინი პირდაპირ მზად არიან გამოიყენონ გავლენის ყველა ბერკეტი, ოღონდ კი რომ მოაშორონ არასასურველი მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს, იმიტომ, რომ ის ფიქრობს საკუთარ ხალხზე, იცნობს საკუთარ ხალხს, მის ისტორიას და ამის საფუძველზე აშენებს მომავალს და არ ემსახურება მათ, ვისაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს ხალხთან, მის ისტორიასთან“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.