https://sputnik-georgia.com/20260715/xelisupleba-eutos-adanashaulebs-299655757.html
„პასუხიდან გაქცევა": ხელისუფლება ეუთოს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს
„პასუხიდან გაქცევა": ხელისუფლება ეუთოს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს დუმილი საერთაშორისო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის მიმართ მზარდ კითხვებს დაუკავშირა 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-15T16:54+0400
2026-07-15T16:54+0400
2026-07-15T16:54+0400
საქართველო
ეუთო
საქართველო - ეუთო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართული მედიის კითხვებზე პასუხის გაცემაზე ეუთოს შტაბ-ბინის უარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა, რაც აძლიერებს კითხვებს ეუთო/ოდირის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.მანამდე, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურმა „ქრონიკამ“ ეუთოს შტაბ-ბინასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას კითხვები გაუგზავნა რეზოლუციის საკამათო დებულებების გადახედვის გეგმებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაამახვილა ყურადღება. ეუთოში უპასუხეს, რომ საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ორგანოა და სწორედ მას შეუძლია ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კითხვების ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გადამისამართება იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზაციის შტაბ-ბინა ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და რეზოლუციას ემიჯნება.„გამოდის, რომ ეუთოს შტაბ-ბინა დისტანცირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებისა და რეზოლუციისგან. ეს იგივეა, საქართველოს მთავრობა რომ დისტანცირდეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონისგან. ისინი ისეთ აბსურდამდე მივიდნენ და იმდენად ღრმად ჩაეფლნენ Deep State-ის მიერ ნაკარნახევი გეგმის განხორციელებაში, რომ უკვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეუთოსთან კონფლიქტი არ აქვს, ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა კურსის გატარებას გააგრძელებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.რა წერია რეზოლუციაში?რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 -8 ივლისის პერიოდში გაიმართა. ასამბლეის წევრებმა სესიის ბოლო დღეს, 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარეს „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. ქართული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, ჰააგის ყოვლისმომცველი დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები მიღებული იქნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეუთო, საქართველო - ეუთო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეუთო, საქართველო - ეუთო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
„პასუხიდან გაქცევა": ხელისუფლება ეუთოს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს დუმილი საერთაშორისო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის მიმართ მზარდ კითხვებს დაუკავშირა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართული მედიის კითხვებზე პასუხის გაცემაზე ეუთოს შტაბ-ბინის უარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა, რაც აძლიერებს კითხვებს ეუთო/ოდირის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
მანამდე, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურმა „ქრონიკამ“ ეუთოს შტაბ-ბინასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას კითხვები გაუგზავნა რეზოლუციის საკამათო დებულებების გადახედვის გეგმებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაამახვილა ყურადღება. ეუთოში უპასუხეს, რომ საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ორგანოა და სწორედ მას შეუძლია ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება.
„ეს არის გაქცევა პასუხიდან. ერთმა ხელმა არ იცის, მეორე ხელი რას აკეთებს?! მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას. ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები“, - აღნიშნა მახაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კითხვების ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გადამისამართება იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზაციის შტაბ-ბინა ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და რეზოლუციას ემიჯნება.
„გამოდის, რომ ეუთოს შტაბ-ბინა დისტანცირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებისა და რეზოლუციისგან. ეს იგივეა, საქართველოს მთავრობა რომ დისტანცირდეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონისგან. ისინი ისეთ აბსურდამდე მივიდნენ და იმდენად ღრმად ჩაეფლნენ Deep State-ის მიერ ნაკარნახევი გეგმის განხორციელებაში, რომ უკვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეუთოსთან კონფლიქტი არ აქვს, ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა კურსის გატარებას გააგრძელებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.
რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".
ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.
ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 -8 ივლისის პერიოდში გაიმართა. ასამბლეის წევრებმა სესიის ბოლო დღეს, 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარეს „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. ქართული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, ჰააგის ყოვლისმომცველი დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები მიღებული იქნა.