თბილისში მდებარე თევზის შესაბოლ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Илья Наймушин / გადასვლა მედიაბანკშიშებოლილი თევზი
შებოლილი თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი თბილისში, ქიზიყის ქუჩაზე მდებარე თევზის შესაბოლ საწარმოში შპს „კობი თევზი“ განახორციელა.
უწყების ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - ვადაგასული სურსათი, ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა.
გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0