სასამართლომ „ფაშისტურ-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების რვა წევრს პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
დაჯგუფების წევრები წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, ასევე ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.
განაჩენი გამოტანილ იქნა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ორგანიზებას უწევდნენ ძალადობას.
შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფის წევრები წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ.
ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ პირად ნივთებს.
სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და პატიმრობა შეუფარდა - ორ სრულწლოვან ბრალდებულს 14-14 წლით, ხოლო ერთს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. არასრულწლოვან ბრალდებულებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელები შეუმცირდათ და საბოლოოდ, ერთ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით, ორს - 9 წლითა და 4 თვით, ერთ არასრულწლოვანს - 6 წლით და კიდევ ერთ არასრულწლოვანს 5 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ყველა ახალი ამბავი
0