https://sputnik-georgia.com/20260715/ruset-ukrainis-konfliqti-299706465.html
მოსაზრება: ოდესის გათავისუფლების თავისებურებები
მოსაზრება: ოდესის გათავისუფლების თავისებურებები
Sputnik საქართველო
შავი ზღვისა და დუნაის პორტებში, ასევე მათ მიმდებარე აკვატორიაში, მოწინააღმდეგის ობიექტებზე მასშტაბური და სისტემური დარტყმები თანდათან ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის... 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-15T13:58+0400
2026-07-15T13:58+0400
2026-07-19T11:59+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293707549_0:37:1707:997_1920x0_80_0_0_1dbecc39ccbd9404cee5e55f223051e8.jpg
შავი ზღვისა და დუნაის პორტებში, ასევე მათ მიმდებარე აკვატორიაში, მოწინააღმდეგის ობიექტებზე მასშტაბური და სისტემური დარტყმები თანდათან ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის გათავისუფლების ოპერაციის ნიშნებს იძენს. უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე მოვლენების განვითარების ფონზე, რუსეთის ჯარებს ოდესის გათავისუფლებაც მოუწევთ. მთავარი ბრძოლა შავ ზღვაზე ჯერ კიდევ წინ არის.სტრატეგიული მიზანია, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს ლოგისტიკური სისტემის განადგურება, ბანდერისტული რეჟიმის ზღვით ევროპისგან იზოლირება და ნიკოლაევისა და ოდესის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება. ამაში გადაჭარბებული არაფერია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა: „რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას სამხედრო ან სხვა გზით გაათავისუფლებს.“რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, უკვე მეოთხე დღეა იწვის შავი ზღვისა და დუნაის პორტები, ასევე უკრაინის არმიისთვის იარაღით დატვირთული მშრალტვირთმზიდები — ნავმისადგომებთან, რეიდზე და მიმდებარე აკვატორიაში. ხანძრები და საბრძოლო მასალის დეტონაცია საპორტო ზონაში გრძელდება 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის მთელ დაკლაკნილ სანაპირო ზოლზე, ოჩაკოვიდან იზმაილამდე. მოწინააღმდეგის გამოფიტული საჰაერო თავდაცვის სისტემა კი მხოლოდ „ბალისტიკური“ სამიზნეების მიმართულებით მუშაობის იმიტაციას ახდენს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღითა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის პორტში განადგურდა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აწყობის ორი საამქრო, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საწვავი მასალების რეზერვუარები და საწვავის გადმოტვირთვისთვის განკუთვნილი საპორტო ინფრასტრუქტურა. ოდესის რეიდზე რუსეთის დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამი მშრალტვირთმზიდი დააზიანეს.14 ივლისს, ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში, იარაღით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით დატვირთული კონტეინერმზიდი და მშრალტვირთმზიდი დაზიანდა. ჩერნომორსკიდან ოდესისკენ საზღვაო გადასვლისას დაზიანდა ტანკერი. ნიკოლაევის ოლქის დნეპრო-ბუგის პორტში, გადმოტვირთვის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ, იარაღითა და სამხედრო ქონებით დატვირთულ ორ გემს დაარტყეს. იუჟნის პორტში საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის რაკეტებით დაზიანდა ლოგისტიკური ცენტრის ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.ერთი დღით ადრე ჩერნომორსკის პორტში მწყობრიდან გამოიყვანეს ორი საზღვაო ბორანი და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთებით დატვირთული კონტეინერმზიდი, სადესანტო ხომალდი „შოსტკა“ და მცურავი დოკი, რომელიც ავტონომიური უპილოტო წყალქვეშა აპარატების შესანახად და წყალზე ჩასაშვებად გამოიყენებოდა. რუსეთის დარტყმები ანადგურებს „ნეპტუნისა“ და „ფლამინგოს“ სარაკეტო დანადგარებს, ამცირებს მოწინააღმდეგის შეიარაღების გადაზიდვის შესაძლებლობებს შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში და ასუსტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს ფრონტზე. ფაქტები მიუთითებს, რომ ივლისის შუა რიცხვებისთვის რუსეთმა დე-ფაქტო უკრაინული პორტების საზღვაო ბლოკადა დაამყარა და მეთოდურად ანადგურებს ნატოს მომარაგების არხებს.დასავლეთში კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ოდესის დეცენტრალიზებული ლოგისტიკური სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროქსი-ომის გასაგრძელებლად. მოწინააღმდეგეც საპასუხო დარტყმებს აძლიერებს — რუსეთის რეგიონების თავზე ჩამოგდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა ზოგჯერ დღე-ღამეში 900 ერთეულს აჭარბებს. სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივლისის დასაწყისიდან უკრაინამ აზოვის ზღვაში ათეულობით უპილოტო იერიში მიიტანა სამოქალაქო გემებზე — სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ მშრალტვირთმზიდებზე, ტანკერებსა და ბუქსირებზე. კიევი საზღვაო ესკალაციის მასშტაბებს აფართოებს. თურქულმა სააგენტო Aydınlık-მაც აღნიშნა: სააგენტოს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა, ძირითადად, აზოვის ზღვაში, 50-ზე მეტ სამოქალაქო სავაჭრო გემს შეუტიეს, მათ შორის თურქულ გემებსაც.სავსებით ბუნებრივია, იზრდება ოდესის ბანდერელებისგან გათავისუფლების ალბათობა არა მხოლოდ „ისკანდერებისა“ და „კალიბრების“ გამოყენებით. ეს საპორტო ქალაქი გარკვეული თვალსაზრისით კიევზე უფრო მნიშვნელოვანიც კია. რუსეთი არ დაელოდება, სანამ ევროპა უკრაინის პროქსი-არმიისთვის მილიონობით დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატსა და ათასობით რაკეტას დაამზადებს, რომლებიც ოდესის პორტების გავლით მიეწოდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულიად შეუძლია, უკრაინას ზღვაზე გასასვლელი გადაუკეტოს, და ეს უკვე აღარ იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაცია.სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფორმატი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმის გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს, რისი გაკეთებაც მათ ომის პირობებში, მხოლოდ კონვენციური იარაღის გამოყენებით შეეძლებოდათ. კრემლში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, „სრულმასშტაბიან ომად“ გადაიქცეს. ნატოს ქვეყნები აშკარად და დაუფიქრებლად მიიჩქარიან მესამე მსოფლიო ომისკენ. რუსეთისა და დასავლეთის კონსტრუქციული დიალოგი, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა, თუმცა, ომი დე-იურე მაინც არ გამოცხადებულა. სწორედ ამიტომ, 2021 წელთან შედარებით, ოთხწლიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის საზღვაო პორტების ტვირთბრუნვა მხოლოდ ორჯერ შემცირდა და არა ნულამდე.დასავლელი ლიდერების მომზადებისა და კომპეტენციის დონე მათ იმის გააზრების საშუალებას არ აძლევთ, რამდენად შორს წავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ „უკრაინული“ ომით თამაშში და რამდენად ახლოს არიან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტთან, რომლის მასშტაბებიც ვერ შეედრება ნატოსთვის „მოსახერხებელ“ უკრაინულ „პოლიგონს“. ბუნებრივია, ფრიდრიხ მერცს გულწრფელად გაუკვირდება, როდესაც „ორეშნიკი“ ბერლინს დაარტყამს, ხოლო კაია კალასი ბუხრის ნაცარს ბირთვულისგან ვეღარ გაარჩევს. დონალდ ტრამპი უკვე მეორე სეზონია „ირანულ ფოცხზე ცეკვავს“. რუსეთის „პრობლემა“ ის კი არ არის, რომ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის სწრაფად და ეფექტიანად განადგურება არ შეუძლია, არამედ ის, რომ ამ პროცესში კაცობრიობის უფრო დიდ და უკეთეს ნაწილს ზიანი არ მიაყენოს. რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ვლადიმირ პუტინს, ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. როგორც არ უნდა იყოს, ყველა გამოცდას გადავლახავთ.უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს არც ერთი ჭეშმარიტად უკრაინული ქალაქი. ყველა მათგანი რუსეთშია აშენებული და ოდესაც გამონაკლისი არ არის. ეს შავი ზღვის საპორტო ქალაქი, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ნებით, 1784 წელს დაარსდა. ოდესა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ასრულებდა, როგორც რუსეთის იმპერიის (შემდგომ — სსრკ-ის) საზღვაო კარიბჭე. ოდესის პორტები უზრუნველყოფდა ძირითად საზღვაო ტვირთბრუნვას აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარ სივრცესა და მსოფლიოს ყველაზე შორეულ რეგიონებს შორის. ისტორია მიანიშნებს, რომ ევროპის სამხედრო მოქმედებების თეატრზე მიმდინარე მოვლენების განვითარების გამო, რუსეთს ოდესის გათავისუფლება მოუწევს, მაშინაც კი, თუ ასეთი ოპერაცია თავდაპირველად დაგეგმილი არ ყოფილა.მთავარი ბრძოლა შავ ზღვაზე ჯერ კიდევ წინ არის. ნატოს ლოგისტიკური სისტემისა და ბანდერეველების უპირობო განადგურება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში და უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული აუცილებლობაა უახლოესი პერსპექტივისთვის. თუმცა, რუსეთის ნათელი მომავლისთვის გაცილებით მეტის გაკეთება იქნება საჭირო.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293707549_165:0:1542:1033_1920x0_80_0_0_c23af6df0dd119f2425dbd23d449b092.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
შავი ზღვისა და დუნაის პორტებში, ასევე მათ მიმდებარე აკვატორიაში, მოწინააღმდეგის ობიექტებზე მასშტაბური და სისტემური დარტყმები თანდათან ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის გათავისუფლების ოპერაციის ნიშნებს იძენს. უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე მოვლენების განვითარების ფონზე, რუსეთის ჯარებს ოდესის გათავისუფლებაც მოუწევთ. მთავარი ბრძოლა შავ ზღვაზე ჯერ კიდევ წინ არის.
სტრატეგიული მიზანია, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს ლოგისტიკური სისტემის განადგურება, ბანდერისტული რეჟიმის ზღვით ევროპისგან იზოლირება და ნიკოლაევისა და ოდესის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება. ამაში გადაჭარბებული არაფერია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა: „რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას სამხედრო ან სხვა გზით გაათავისუფლებს.“
რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, უკვე მეოთხე დღეა იწვის შავი ზღვისა და დუნაის პორტები, ასევე უკრაინის არმიისთვის იარაღით დატვირთული მშრალტვირთმზიდები — ნავმისადგომებთან, რეიდზე და მიმდებარე აკვატორიაში. ხანძრები და საბრძოლო მასალის დეტონაცია საპორტო ზონაში გრძელდება 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის მთელ დაკლაკნილ სანაპირო ზოლზე, ოჩაკოვიდან იზმაილამდე. მოწინააღმდეგის გამოფიტული საჰაერო თავდაცვის სისტემა კი მხოლოდ „ბალისტიკური“ სამიზნეების მიმართულებით მუშაობის იმიტაციას ახდენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღითა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის პორტში განადგურდა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აწყობის ორი საამქრო, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საწვავი მასალების რეზერვუარები და საწვავის გადმოტვირთვისთვის განკუთვნილი საპორტო ინფრასტრუქტურა. ოდესის რეიდზე რუსეთის დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამი მშრალტვირთმზიდი დააზიანეს.
14 ივლისს, ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში, იარაღით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით დატვირთული კონტეინერმზიდი და მშრალტვირთმზიდი დაზიანდა. ჩერნომორსკიდან ოდესისკენ საზღვაო გადასვლისას დაზიანდა ტანკერი. ნიკოლაევის ოლქის დნეპრო-ბუგის პორტში, გადმოტვირთვის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ, იარაღითა და სამხედრო ქონებით დატვირთულ ორ გემს დაარტყეს. იუჟნის პორტში საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის რაკეტებით დაზიანდა ლოგისტიკური ცენტრის ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
ერთი დღით ადრე ჩერნომორსკის პორტში მწყობრიდან გამოიყვანეს ორი საზღვაო ბორანი და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთებით დატვირთული კონტეინერმზიდი, სადესანტო ხომალდი „შოსტკა“ და მცურავი დოკი, რომელიც ავტონომიური უპილოტო წყალქვეშა აპარატების შესანახად და წყალზე ჩასაშვებად გამოიყენებოდა. რუსეთის დარტყმები ანადგურებს „ნეპტუნისა“ და „ფლამინგოს“ სარაკეტო დანადგარებს, ამცირებს მოწინააღმდეგის შეიარაღების გადაზიდვის შესაძლებლობებს შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში და ასუსტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს ფრონტზე. ფაქტები მიუთითებს, რომ ივლისის შუა რიცხვებისთვის რუსეთმა დე-ფაქტო უკრაინული პორტების საზღვაო ბლოკადა დაამყარა და მეთოდურად ანადგურებს ნატოს მომარაგების არხებს.
დასავლეთში კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ოდესის დეცენტრალიზებული ლოგისტიკური სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროქსი-ომის გასაგრძელებლად. მოწინააღმდეგეც საპასუხო დარტყმებს აძლიერებს — რუსეთის რეგიონების თავზე ჩამოგდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა ზოგჯერ დღე-ღამეში 900 ერთეულს აჭარბებს. სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივლისის დასაწყისიდან უკრაინამ აზოვის ზღვაში ათეულობით უპილოტო იერიში მიიტანა სამოქალაქო გემებზე — სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ მშრალტვირთმზიდებზე, ტანკერებსა და ბუქსირებზე. კიევი საზღვაო ესკალაციის მასშტაბებს აფართოებს. თურქულმა სააგენტო Aydınlık-მაც აღნიშნა:
„უკრაინამ შავი ზღვა საბრძოლო მოქმედებების ზონად გადააქცია. ანკარაში ნატოს სამიტის შემდეგ, მან გაააქტიურა თავდასხმები შავ და აზოვის ზღვებში სამოქალაქო გემებზე, რაც საზღვაო გადაზიდვებსა და თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს უქმნის.“
სააგენტოს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა, ძირითადად, აზოვის ზღვაში, 50-ზე მეტ სამოქალაქო სავაჭრო გემს შეუტიეს, მათ შორის თურქულ გემებსაც.
სავსებით ბუნებრივია, იზრდება ოდესის ბანდერელებისგან გათავისუფლების ალბათობა არა მხოლოდ „ისკანდერებისა“ და „კალიბრების“ გამოყენებით. ეს საპორტო ქალაქი გარკვეული თვალსაზრისით კიევზე უფრო მნიშვნელოვანიც კია. რუსეთი არ დაელოდება, სანამ ევროპა უკრაინის პროქსი-არმიისთვის მილიონობით დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატსა და ათასობით რაკეტას დაამზადებს, რომლებიც ოდესის პორტების გავლით მიეწოდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულიად შეუძლია, უკრაინას ზღვაზე გასასვლელი გადაუკეტოს, და ეს უკვე აღარ იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფორმატი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმის გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს, რისი გაკეთებაც მათ ომის პირობებში, მხოლოდ კონვენციური იარაღის გამოყენებით შეეძლებოდათ. კრემლში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, „სრულმასშტაბიან ომად“ გადაიქცეს. ნატოს ქვეყნები აშკარად და დაუფიქრებლად მიიჩქარიან მესამე მსოფლიო ომისკენ.
რუსეთისა და დასავლეთის კონსტრუქციული დიალოგი, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა, თუმცა, ომი დე-იურე მაინც არ გამოცხადებულა. სწორედ ამიტომ, 2021 წელთან შედარებით, ოთხწლიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის საზღვაო პორტების ტვირთბრუნვა მხოლოდ ორჯერ შემცირდა და არა ნულამდე.
დასავლელი ლიდერების მომზადებისა და კომპეტენციის დონე მათ იმის გააზრების საშუალებას არ აძლევთ, რამდენად შორს წავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ „უკრაინული“ ომით თამაშში და რამდენად ახლოს არიან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტთან, რომლის მასშტაბებიც ვერ შეედრება ნატოსთვის „მოსახერხებელ“ უკრაინულ „პოლიგონს“. ბუნებრივია, ფრიდრიხ მერცს გულწრფელად გაუკვირდება, როდესაც „ორეშნიკი“ ბერლინს დაარტყამს, ხოლო კაია კალასი ბუხრის ნაცარს ბირთვულისგან ვეღარ გაარჩევს.
დონალდ ტრამპი უკვე მეორე სეზონია „ირანულ ფოცხზე ცეკვავს“. რუსეთის „პრობლემა“ ის კი არ არის, რომ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის სწრაფად და ეფექტიანად განადგურება არ შეუძლია, არამედ ის, რომ ამ პროცესში კაცობრიობის უფრო დიდ და უკეთეს ნაწილს ზიანი არ მიაყენოს. რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ვლადიმირ პუტინს, ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. როგორც არ უნდა იყოს, ყველა გამოცდას გადავლახავთ.
უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს არც ერთი ჭეშმარიტად უკრაინული ქალაქი. ყველა მათგანი რუსეთშია აშენებული და ოდესაც გამონაკლისი არ არის. ეს შავი ზღვის საპორტო ქალაქი, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ნებით, 1784 წელს დაარსდა. ოდესა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ასრულებდა, როგორც რუსეთის იმპერიის (შემდგომ — სსრკ-ის) საზღვაო კარიბჭე.
ოდესის პორტები უზრუნველყოფდა ძირითად საზღვაო ტვირთბრუნვას აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარ სივრცესა და მსოფლიოს ყველაზე შორეულ რეგიონებს შორის. ისტორია მიანიშნებს, რომ ევროპის სამხედრო მოქმედებების თეატრზე მიმდინარე მოვლენების განვითარების გამო, რუსეთს ოდესის გათავისუფლება მოუწევს, მაშინაც კი, თუ ასეთი ოპერაცია თავდაპირველად დაგეგმილი არ ყოფილა.
მთავარი ბრძოლა შავ ზღვაზე ჯერ კიდევ წინ არის. ნატოს ლოგისტიკური სისტემისა და ბანდერეველების უპირობო განადგურება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში და უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული აუცილებლობაა უახლოესი პერსპექტივისთვის. თუმცა, რუსეთის ნათელი მომავლისთვის გაცილებით მეტის გაკეთება იქნება საჭირო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე