რა გახდა საქართველოში ინფლაციის ზრდის მიზეზი: ეროვნული ბანკის ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
შიდა ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას პურის, ხორცისა და ყველის ფასები ახდენს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბოლო თვეებში ინფლაციის ზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საწვავზე ფასების მატებაა, რაც უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდების შეფერხებას, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 2026 წლის ივნისში 2025 წლის ივნისთან შედარებით 5,8% შეადგინა, 3 %-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ფონზე, ხოლო 2026 წლის მაისთან შედარებით კი ფასების საერთო დონემ 0,1%-ით მოიმატა.
„ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, საწვავის ფასები ადგილობრივ ბაზარზე თითქმის უცვლელად შენარჩუნდა. სეზონური ფაქტორების გამო სურსათის ცალკეული პროდუქტები დისინფლაციური იყო“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა.
„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე მეტი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს (ჯამში, 2.8 პპ). შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში (6.2%) ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილები ელექტროენერგიის გადასახადსა (1.8 პპ) და ოქროს ბეჭედზე (0.8 პპ) მოდიოდა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
იმპორტირებულმა ინფლაციამ 6.1%-მდე მოიმატა, რაც ძირითად, საწვავის ფასების გაძვირებით აიხსნება (5.4 პროცენტული პუნქტი).
ყველა ახალი ამბავი
0