https://sputnik-georgia.com/20260715/ra-etapzea-samtredia-grigoletis-magistralis-mshenebloba-299632105.html
რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა
რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა
Sputnik საქართველო
სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე... 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-15T10:53+0400
2026-07-15T10:53+0400
2026-07-15T11:29+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284726664_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_04b9536d1098dba4b992feeec062db58.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.აღნიშნული მაგისტრალის ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სამ პარალელურ ხიდს და ორ სატრანსპორტო კვანძს მოიცავს, 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა, დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის ექსპლუატაციაში გაშვება კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.ახალი გზა გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე — გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გადის. მაგისტრალი სრულად აუვლის გვერდს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრსა და მიმდებარე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, რაც განტვირთავს შიდა საქალაქო მოძრაობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და გაზრდის უსაფრთხოებას.უწყების ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.აღნიშნული მონაკვეთის გახსნა აპრილში იგეგმებოდა, თუმცა როგორც მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანი იყო და მას ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა.სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა. მესამე მონაკვეთის სრულად გახსნის შემდეგ, სამტრედია-გრიგოლეთის 42,5 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში იქნება შესული, დარჩენილ 9,5 კმ-იან მონაკვეთზე კი მოძრაობის გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი.სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324,6 მილიონი ლარით დაფინანსდა. საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284726664_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_f21ff0e49a3a684ddd61d80d98c5d10c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა
10:53 15.07.2026 (განახლებულია: 11:29 15.07.2026) სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული მაგისტრალის ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სამ პარალელურ ხიდს და ორ სატრანსპორტო კვანძს მოიცავს, 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა, დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის ექსპლუატაციაში გაშვება კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ახალი გზა გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე — გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გადის. მაგისტრალი სრულად აუვლის გვერდს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრსა და მიმდებარე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, რაც განტვირთავს შიდა საქალაქო მოძრაობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და გაზრდის უსაფრთხოებას.
უწყების ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.
აღნიშნული მონაკვეთის გახსნა აპრილში იგეგმებოდა, თუმცა როგორც მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანი იყო და მას ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა. მესამე მონაკვეთის სრულად გახსნის შემდეგ, სამტრედია-გრიგოლეთის 42,5 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში იქნება შესული, დარჩენილ 9,5 კმ-იან მონაკვეთზე კი მოძრაობის გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.