ყალბ ევროპულ დოკუმენტებს ამზადებდნენ: პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
დანაშაული 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მათგან ერთი პირი დაკავებულია, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 2021-2024 წლების პერიოდში ამზადებდნენ და ყიდდნენ სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოთა ყალბ ბინადრობის, პირადობის, ჩაწერისა და მართვის მოწმობებს.
„ისინი სპეციალური პროგრამისა და საბეჭდი მოწყობილობების გამოყენებით ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, რაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ეგზავნებოდა შემკვეთ პირებს. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებული და გასაღებული იქნა სხვადასხვა კატეგორიის ყალბი დოკუმენტაცია, ხოლო დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავალი მობილიზდა მათ საბანკო ანგარიშებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უკანონო შემოსავლის სახით მიღებული თანხები ხელოვნურად დაანაწევრეს და გადარიცხეს ერთმანეთის საბანკო ანგარიშებს შორის, ნაწილი თანხით განახორციელეს კონვერტირება სხვადასხვა ვალუტაში, ნაწილი კი გამოიყენეს ტოტალიზატორების ბალანსის შესავსებად. აღნიშნულით დამალეს და შენიღბეს თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო.
ბრალდებულების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შვიდ ბრალდებულს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არსებითად შეუწყვეს ხელი დანაშაულის გახსნას, გირაო შეეფარდათ.
ყველა ახალი ამბავი
0