„საკუთარი თავის მხილება“: პაპუაშვილი გვარამიას სკანდალურ განცხადებაზე

© Сourtesy of Georgian Governmentშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
გვარამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სჯერა უკრაინის გამარჯვების და რომ ქვეყანა კონფლიქტის დასრულების შემდეგ ტრილიონობით ევროს მიიღებს, ხოლო „საქართველოს არაფერი დარჩება“.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
გვარამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სჯერა უკრაინის გამარჯვების და რომ ქვეყანა კონფლიქტის დასრულების შემდეგ ტრილიონობით ევროს მიიღებს, ხოლო „საქართველოს არაფერი დარჩება“.
„ამ ადამიანმა პირდაპირ თავადვე განაცხადა, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში, რომელთაც სურდათ საქართველოში ომი იმისთვის, რომ შემდეგ ფინანსურად ხელი მოეთბოთ ამ ყველაფერზე. ეს საკუთარი თავის მხილებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გვარამიას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები ყველაფერს ფულით ზომავენ და მათთვის სიკვდილი და ნგრევა კომპენსაციის მიღების საბაბია.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს არ სჭირდება ფული „დანგრეული ქვეყნის ხარჯზე“.
„საქართველოს არ სჭირდება ისეთი მილიარდები და ტრილიონები, თუ ამის სანაცვლოდ ეს იქნება დაღუპული ადამიანები, დანგრეული ქვეყანა და განადგურებული მომავალი“, – განაცხადა გორდულაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არაერთხელ აცხადებდა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0