მთავრობა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა ორიენტირებული

© photo: Sputnikკაფე
კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
2026 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ დონეს – 2,4 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით მეტია.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ის მაჩვენებლები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით და განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და მის მხარდაჭერაზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 20,4%-ით გაიზარდა და ივნისისთვის რეკორდულ მოცულობას – 771,3 მლნ დოლარს მიაღწია.
„სახელმწიფო აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას და, ფაქტობრივად, ხდება მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამების მოდერნიზება, რომლებიც მეტწილად კერძო სექტორის საჭიროებებზეა მორგებული“, – განაცხადა ცინცაძემ.
ცინცაძის განცხადებით, საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირდა 771,3 მლნ დოლარის ექსპორტი, რაც გასული წლების ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 20,1%-ით გაიზარდა, მისმა მოცულობამ კი ასევე რეკორდულ ნიშნულს – 3,8 მლრდ დოლარს მიაღწია.
2026 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ დონეს – 2,4 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5,8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ნიშნულს, 12,9 მლრდ დოლარს მიაღწია..
2025 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არარეგისტრირებული ვაჭრობის გარეშე), ამასთან, ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებული იქნა 18,5 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 9,7%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0