მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ამირს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა

© President of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
ყაველაშვილმა ამირას კატარის სახელმწიფოს ყოფილი ამირას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დოჰაში კატარის სახელმწიფოს ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის, კატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით.
ყაველაშვილმა კატარის ამირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ამირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.
ყველა ახალი ამბავი
0