EUROCONTROL-ის სისტემა LARA საქართველოშიც დაინერგება

© press-service of Georgian Air Navigationაერონავიგაციის სისტემა
აერონავიგაციის სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
LARA-ს სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ოპტიმიზაციას და სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას, აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა – LARA დაინერგება, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
LARA (Local and Sub-Regional Airspace Management Support System) არის EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ავტომატიზაცია და საჰაერო სივრცის მოქნილი გამოყენების (FUA) კონცეფციის ეფექტიანი რეალიზება.
შესაბამის შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს – შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა მოაწერეს ხელი.
უწყების ცნობით, სისტემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამხედრო საჭიროებებისთვის საჰაერო სივრცის ოპერატიულ განაწილებასა და მართვას.
„საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა LARA უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლას ევროკონტროლთან, რაც აუცილებელია საჰაერო სივრცის დაგეგმარებისა და ეფექტიანი სარგებლობისთვის.“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სისტემის დანერგვის პრაქტიკული ღონისძიებები და საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, როგორც საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე უწყება, განაგრძობს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას როგორც სტრატეგიულ, ისე პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
LARA საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კოორდინაციით დაინერგება. პროექტი EUROCONTROL-ის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
LARA აქტიურად გამოიყენება ევროპის ათეულობით ქვეყანაში, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრ სახელმწიფოებში და მის ფარგლებს გარეთაც (მაგალითად, ავსტრალიაში) საჰაერო ტრაფიკის გამტარუნარიანობის ოპტიმიზაციისთვის
ყველა ახალი ამბავი
0