კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგო ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან, ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგო ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
ავტოავარია 14 ივლისს, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა ადგილზე დაიღუპა, ავტომანქანაში მყოფი სხვა პირები კი დაშავდნენ. მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან, ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ.
სამართალდამცველებმა მძღოლი დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0