მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა კიევის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და პორტებზე დარტყმები მიიტანა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკში Су-35
 Су-35 - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
დარტყმები განხორციელდა ოდესის ოლქის იუჟნის პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვავ-საპოხი მასალების გადმოტვირთვისა და შენახვისთვის.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს ღამით საჰაერო და სახმელეთო ბაზირების შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის იარაღითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ჯგუფური დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, შედეგად კიევში განადგურდა სამხედრო მრეწველობის საწარმოები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებასა და წარმოებაში.
გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა ოდესის ოლქის იუჟნის პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვავ-საპოხი მასალების გადმოტვირთვისა და შენახვისთვის.
გუშინ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯგუფური დარტყმები უკრაინულ პორტებზეც მიიტანეს. ჩერნომორსკში (ოდესის ოლქი) განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებსაც უკრაინული სამხედრო ფორმირებები იყენებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0