სიკვდილის მსურველთა კოალიცია პარიზში: წინასწარი შედეგები

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიГорода мира. Париж
Города мира. Париж - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
პარიზში გამართულმა „მსურველთა კოალიციის“ სამიტმა ევროპის ანტირუსული ერთიანობის ილუზია შექმნა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის მიერ ბრიტანეთის, საფრანგეთის ან გერმანიის სამხედრო ძალებზე პირველი სარაკეტო დარტყმისთანავე გაქრეს. ეს „სიმართლის მომენტი“ ნატოს „მშვიდობისმყოფელებს“ შეიძლება, დაეწიოთ, როგორც უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრში, ისე მათ ისტორიულ სამშობლოში. ისინი, ვისაც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ევრაზიის ძალის პოზიციიდან ფორმატირება სურთ, წინასწარვე განწირულნი არიან.
13 ივლისს პარიზში გაიმართა სამი ათეული სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა, რომლებიც ოცნებობენ რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენებაზე. მათ კიევის რეჟიმისთვის დახმარების სტრატეგია განიხილეს. გამოავლინეს ფინანსური უთანხმოებები და არ ისურვეს, საკუთარ თავზე აეღოთ კონკრეტული ვალდებულებები კიევისთვის მიმდინარე წელს დაპირებული 70 მილიარდი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით (ეს თანხა ჯერ არ არის მოძიებული). ოთხმა ქვეყანამ — ბულგარეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ — უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო მიწოდებების დაფინანსებაზე. პოლონეთის პოზიცია კვლავ გაურკვეველია.
სამიტზე გამოცხადდა, რომ „მსურველთა“ შემადგენლობა 37 ქვეყნამდე გაფართოვდა — კოალიციას მოლდოვა და ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდნენ. თუმცა, მხოლოდ ცხრა ქვეყანამ (გერმანიამ, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და შვედეთმა) გადაწყვიტა საჰაერო თავდაცვის კოალიციის შექმნა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ მოქმედებისთვის. სიტყვიდან საქმემდე კი გზა ჯერ კიდევ გრძელია.
საფრანგეთმა უკრაინას „დართო ნება“, აწარმოოს ფრანგულ-იტალიური SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის კომპლექსისათვის განკუთვნილი საზენიტო რაკეტები და დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტები SCALP (Storm Shadow-ის ფრანგული ვერსია). წარმოების ტექნოლოგიური სირთულის გათვალისწინებით, უფრო სავარაუდოა, რომ საქმე ფრანგული რაკეტების კიევისთვის შენიღბულ მიწოდებას და SCALP-ის საბრძოლო გამოყენებას ეხება, უკრაინული წარმოების „ფლამინგო-999“-ის სახელით. პარიზმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას 16 Rafale-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს. თუმცა, 2028–2029 წლებისთვის განსაზღვრული ვადები ამ პროექტის რეალისტურობასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
პარიზის სამიტზე ასევე გამოცხადდა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არარსებული „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო დაჯგუფების წვრთნები ჩატარდება. საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია (კოალიციის ბირთვი) ამ დროისთვის მხოლოდ გეგმავენ სამხედრო კონტინგენტის შექმნას, რომლის უფლებამოსილება და ამოცანები ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხოლო რიცხოვნობა, დაახლოებით, 50 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.
რამდენიმე სამხედრო ბრიგადის „მშვიდობისმყოფელებად“ გადაცმა რთული არ არის. Euronews-ის ცნობით, 13 ივლისს მხოლოდ საფრანგეთმა განაცხადა მზადყოფნა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინაში თავისი „მშვიდობისმყოფელები“ გაგზავნოს. ეს გეგმა ითვალისწინებს სამართლებრივ შეთანხმებებსა და ვაშინგტონის მონაწილეობას „მონიტორინგის მონიტორინგში“. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ჯარების, დაზვერვის, კავშირის და ლოჯისტიკის გარეშე, „მსურველთა კოალიციის“ ყველა მიღწეულ შეთანხმებას ფასი არა აქვს.
მოსკოვის რეაქცია, როგორც მოსალოდნელი იყო, მკაცრია. კრემლში „ომის წამქეზებელთა“ გეგმებს ყურადღებით აანალიზებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროპელების სურვილი, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩამოაყალიბონ, მათ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მონაწილეობას გამორიცხავს. ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა, „მსურველები“ „მყეფავთა კოალიციად“ მოიხსენია.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „თავშეკავება“ შეწყვიტეს. შესაძლოა, ეს იყო რეაქცია დონალდ ტრამპის ანკარაში გაკეთებულ განცხადებაზე რუსეთის „მშვიდობისკენ იძულების“ შესახებ. რუსეთის ჯარები ყოველდღიურად სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე კიევში, იმავე თანმიმდევრულობით ანადგურებენ ნატოს ლოჯისტიკას ოდესის პორტებსა და შავი ზღვის მიმდებარე აკვატორიაში მშრალტვირთმზიდებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ობიექტურად აფასებს რუსეთის აბსოლუტურ სამხედრო უპირატესობას. უკრაინული ბრიგადა „ლუბარტის“ მეთაურმა, ვადიმ კრიკუნმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთი უკრაინას რესურსებით აღემატება“ და სამხედრო კონფლიქტი დასრულდება „მალე. სავარაუდოდ, იმაზე ადრე, ვიდრე ბევრი ელოდება“.
სტრატეგია და გეოგრაფია ურთიერთდაკავშირებულია. შემთხვევითი არ არის, რომ ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების ფართო ბუფერული ზონის შექმნის აუცილებლობაზე განაცხადა. თუ მოსკოვი 2022 წელს დასახული მიზნების მიღწევას ესწრაფვის, საბრძოლო მოქმედებები ვერ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთის ოთხი ახალი რეგიონის გათავისუფლებით. მით უმეტეს, რომ უკრაინაში დასავლური დრონებისა და რაკეტების გაშვებასა და პროგრამირებას ნატოს ოფიცრები ახორციელებენ, ხოლო Starlink-ის სისტემა „უკრაინული“ მაღალი სიზუსტის იარაღის მართვის შესაძლებლობას გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ტერიტორიიდან იძლევა.
„დისტანციური მოწინააღმდეგის“ სტრატეგიის შეცვლა მხოლოდ მისთვის მიუღებელი ზიანის მიყენებით არის შესაძლებელი. თუ დასავლეთის ქვეყნებზე დარტყმის დრო ჯერ არ დამდგარა, საჭიროა, უფრო აქტიურად დასრულდეს „უკრაინული პროექტი“. ამისათვის რუსეთს ყველა კონვენციური შესაძლებლობა გააჩნია. ოდესის პორტებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი ოპერატიული ზურგის გასანადგურებლად, რუსეთში დამატებითი მობილიზაცია ნამდვილად არ არის საჭირო.
იტალიური გამოცემა L’Antidiplomatico-ს უახლესი პროგნოზით, „კონფლიქტის დასრულება უკრაინისთვის ტრაგედია იქნება. დასავლეთმა რუსეთთან ბრძოლა უკრაინის ერთადერთ ფუნქციად აქცია. ომის გარეშე ინვესტიციები არ იქნება. ამიტომ დასავლეთისა და კიევის გეგმებში 400-წლიანი ომია“. ამიტომაც, „რუსები ხელისუფლებისგან ბანდერეველების განადგურების დაჩქარებას მოითხოვენ და უკმაყოფილოები არიან, რომ უკრაინაზე თავდასხმები საკმარისი ინტენსივობით არ მიმდინარეობს“.
გაზეთმა The New York Times-მა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დასავლური თავდაცვითი ტექნოლოგიების უმსხვილეს საცდელ პოლიგონად იქცა, სადაც უკრაინელი სამხედროები უფასოდ ასრულებენ გამომცდელების როლს, ხოლო თავად ომი დასავლური შეიარაღების შემუშავებისა და მოდერნიზაციის უწყვეტ ციკლად გახდა.
ჩეხურმა გაზეთმა Parlamentní listy-მ 14 ივლისს დაწერა: „უკრაინაში მკვეთრ ესკალაციას ელოდებიან... ევროპა რუსეთთან კონფლიქტის ძალიან სახიფათო ფაზის ზღურბლზე დგას, რომელიც მას კოლოსალურ გამანადგურებელ დანაკარგებს უქადის. არ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტში უშუალოდ ნატოს ევროპული სახელმწიფოების ნაწილი ჩაერთოს “.
მოსკოვი უკრაინაში ნატოს ჯარების გამოჩენის წინააღმდეგია, თუნდაც ისინი „სხვისი დროშის ქვეშ“ მოქმედებდნენ. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს „მსურველთა კოალიციის“ პოლიტიკური გზით დაშლა ან ფიზიკური განადგურება (დაწვა), რადგან ის არ არის შექმნილი უბრალოდ დასაშინებლად და შემდეგ ნებაყოფლობით თვითდასაშლელად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0