რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
ექსპორტმა 3,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 20,1%-ით მეტია.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5,8%-ით გაიზარდა და 12,9 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 9 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7%-ით ნაკლები.
ექსპორტმა 3,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 20,1%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10,2%-ით ნაკლებია.
2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებულ იქნა 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0