საქართველოში ქაოსი არ იქნება: რა გამოიწვია ოპოზიციის რადიკალურმა ქმედებებმა - ვიდეო

გამოწერა
2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმე დღემდე ერთ-ერთი რეზონანსულია საქართველოში.
მაშინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა და შენობაში შეჭრა გადაწყვიტა, გამოაცხადეს რა „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ - თუმცა შტურმის მცდელობა ჩაიშალა.
პოლიციას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებებისა და წყლის ჭავლის
გამოყენება მოუწია. შეტაკებების შედეგად დაშავდა 25 პოლიციელი, აქციის 64 მონაწილე კი დააკავეს.
ამის შემდეგ საპროტესტო აქციების რადიკალიზაციის გრადუსმა იკლო – ყველა არ უჭერდა მხარს გადატრიალებას. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ზოგიერთი ლიდერის მცდელობას, წასულიყვნენ ხელისუფლებასთან შემდგომ კონფრონტაციაზე.
2026 წლის მაისსა და ივნისში სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა შტურმის საქმეზე ბრალდებულ ათეულობით პირს. მათ სასჯელის სახედ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კიდევ ერთი პირი ივლისში, სომხეთის საზღვართან დააკავეს – მან 2025 წელს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა, რომელთა გამოყენებასაც, გამოძიების ცნობით, არელობის დროს გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0