რატომ გაიზარდა მსჯავრდებულთა რაოდენობა საქართველოში? პაპუაშვილის განმარტება

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
2026 წლის 1-ელი ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 12.135 პატიმარია, მათგან 577 ქალი.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ნარკოდანაშაულის მიმართ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკასთან, რის შერბილებასაც ხელისუფლება არ აპირებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
2026 წლის 1-ელი ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 12.135 პატიმარია, მათგან 577 ქალი.
„პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ჩვენ ვერ გავათავისუფლებთ ნარკომოვაჭრეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება არ აპირებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის გადახედვას საზოგადოებრივი უსაფრთხოების საზიანოდ.
„რაც შეეხება პატიმართა რაოდენობას, შარშან და წელს ნარკოდანაშაულისთვის დაახლოებით 2 ათასი ან, შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანიც იქნა დაკავებული. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით ატარებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში არანაირ ამნისტიაზე არ შეიძლება იყოს საუბარი.
„კითხეთ საზოგადოებას: უნდა თუ არა, რომ ნარკოტიკების გასაღებაში, ვაჭრობასა და შემოტანაში ჩართული პირები არ დაისაჯონ“, – დასძინა პაპუაშვილმა.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტია. ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე მისი ხელშეწყობა ყველაზე მაღალ სასჯელს - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ 2026 წლის იანვარი-მაისის ჩათვლით პერიოდში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ბრალდება 4.903 პირს წაუყენა.
ყველა ახალი ამბავი
0